კბილაშვილის 2 გოლი და 5 ასისტი რუმინეთის სუპერთასის „მცირე ფინალში“

რუმინეთის სუპერთასის ნახევარფინალში ბუქარესტის „დინამოსთან“ დამარცხების შემდეგ, „ტურდამ“, სადაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კბილაშვილი თამაშობს, „მცირე ფინალში“ „ბუზაუ“ 32:30 დაამარცხა და ოთხთა ტურნირის მესამე ადგიზე გავიდა.

ამ შეხვედრაში კბილაშვილმა 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

რუმინეთის ჩემპიონატი სტარტს 7 სექტემბერს აიღებს, პირველ ტურში „ტურდა“ საკუთარ მოედანზე „ტიმიშოარას“ მიიღებს.

Leave a Reply