ირაკლი კბილაშვილის და მირიან გავაშელიშვილის კლუბები ევროპა ლიგაზე დამარცხდნენ

სამკვირიანი პაუზის შემდეგ, ხელბურთის მოედნებს ევროპა ლიგის გათამაშება დაუბრუნდა. გაიმართა ჯგუფური ეტაპის მესამე წრის შეხვედრები. ითამაშეს ქართველი ლეგიონერების კლუბებმა. მათ შორის, ირაკლი კბილაშვილის „პოტაისამ“ და მირიან გავაშელიშვილის „ოსტრავიამ“.

„პოტაისამ“ A ჯგუფის და გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტ, გერმანულ „ფლენსბურგს“ უმასპინძლა და შვიდ ბურთიანი სხვაობით – 26-33 დამარცხდა, ეს კი რუმინელებისთვის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მესამე წაგებული შეხვედრაა.

„ფლენსბურგთან“ შეხვედრაში ირაკლი კბილაშვილი პირველივე წუთიდან ჩაერთო საქმეში, სამი გოლი გაიტანა და ოთხი ასისტი შეასრულა.

რთული დღე ჰქონდა „ოსტროვიასაც“, რომელსაც ურთიერთობის გარკვევა მოუწია ფრანგულ გიგანტთან და ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ კლუბ „მონპელიესთან“.

პოლონელები ფრანგებთან დიდი სხვაობით – 25-38 დამარცხდნენ. სამწუხაროდ, უშედეგოდ დატოვა მოედანი მირიან გავაშელიშვილმა.

„ოსტროვიას“ B ჯგუფში ერთი მოგებითა და ორი წაგებით 2 ქულა აქვს და მესამეზე ადგილზეა.

Leave a Reply