იოლი მოგება ალბანეთთან. IHF Trophy, Day 1
ქუთაისის სპორტის სასახლეში IHF თასზე ხელბურთში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა იოლად დაამარცხა ალბანეთი, 55-10, ბრიტანეთმა მოუგო სომხეთს – 33-14, ფრედ ითამაშეს მოლდოვამ და კოსოვომ, 27-27.
გუნდმა ალბანეთთან კარგად ივარჯიშა, გოლი ყველამ გაიტანა, ხოლო ყველაზე შედეგიანი იყო გიორგი დიხამინჯია – 12. ოთხშაბათს ასევე შედარებით იოლი მატჩი გვექნება სომხეთთან, ხოლო ხუთშაბათს ჯგუფში პირველობისთვის დიდ ბრიტანეთს ვეთამაშებით.
დღის ყველაზე საინტერესო და დრამატული მატჩი კოსოვოსა და მოლდოვის გუნდებს შორის ფრედ დასრულდა. მოლდოვა სამი ბურთით დაწინაურდა დასაწყისში, შემდეგ ზედიზედ 6 გოლი გაუშვა და მეორე ტაიმში ოთხითაც ჩამორჩა, მაგრამ ბოლოსკენ მოლდოვამ ანგარიში გაათანაბრა – 27-27. შეხვედრა იმსაჯეს ახალგაზრდა ქართველმა არბიტრებმა, შალვა სტურუამ და ზურაბ აბრამიშვილმა.
IHF ტროფი, 20წ, ევროპა. 8-13 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე
A ჯგუფი: ალბანეთი, სომხეთი, საქართველო, ბრიტანეთი
B ჯგუფი: კოსოვო, მალტა, მოლდოვა
8 ნოემბერი. ალბანეთი – საქართველო 10-55
საქ: ცინცაძე, ხანდოლიშვილი – დიხამინჯია 12, რუსტამოვი 9, ორჯონიკიძე 7, მათნაძე 6 , ცხოვრებაძე 4, ბაინაზიშვილი 4, გოგოლაძე 3, გოგავა 3, ლაპიაშვილი 2, მიქავა 2, არსენაშვილი 2, იობაშვილი 1
ალბ: ბარდოლი – დედია 3, მეკა 2, ლუფტა 2, ჰასანი 1, ცოპია 1, ალა, დიშა, ლამე, მოლსი, კოვაციი
მსაჯები: ურსუ, სერდიუკი (მლდ), დელეგატი: პოსავეცი (ხორ)
სომხეთი – ბრიტანეთი 14-33
მოლდოვა – კოსოვო 27-27
9 ნოემბერი
14:00 მალტა – მოლდოვა
16:00 ბრიტანეთი – ალბანეთი
18:00 საქართველო – სომხეთი
10 ნოემბერი
14:00 კოსოვო – მალტა
16:00 საქართველო-ბრიტანეთი
18:00 ალბანეთი – სომხეთი
12 ნოემბერი
14:00 მე-5 ადგილისთვის A3-B3
16:00 ნახევარფინალი A1-B2
18:00 ნახევარფინალი B1-A2
13 ნოემბერი
12:00 მესამე ადგილისთვის
14:00 ფინალი
მსაჯები: ელენე არაბული-ინა ჭკუასელი, შალვა სტურუა-ზურაბ აბრამიშვილი (საქ), ჯეისონ ჰოლისი-ნიკ ლე მონი (ბრი), რადუ ურსუ-ვიქტორ სერდიუკი (მლდ), ილირე ბიტიჩი-სიარტ კასაპი (კოს), IHF წარმომადგენელი ლიდია ბოიჩ-ჩაჩიჩი (ხორ), IHF დელეგატი იოსიფ პოსავეცი (ხორ)
2016-17 Men’s IHF Trophy, U 20, European Zone. Kutaisi Sport Palace, Georgia November 8-13
Group A: Albania, Armenia, Georgia, Great Britain
Group B: Kosovo, Malta, Moldova
November 8
Albania-Georgia 10-55
Armenia – Great Britain 14-33
Moldova – Kosovo 27-27
November 9
14:00 Malta – Moldova
16:00 Great Britain – Albania
18:00 Georgia – Armenia
November 10
14:00 Kosovo – Malta
16:00 Georgia – Creat Britain
18:00 Albania – Armenia
November 12
14:00 5-6Placement MatchA3-B3
16:00 SemifInal A1-B2
18:00 Semifinal B1-A2
November 13
12:00 Bronze Medal Match
14:00 Final