დაბადების დღეებისიახლეები
იმედო ფხაკაძე 79 წლის გახდებოდა
დღეს, 20 ნოემბერს იმედო ფხაკაძე 79 წლის გახდებოდა. იგი 60 წელზე მეტი ემსახურებოდა ქართულ ხელბურთს.
იმედო ფხაკაძე გახლდათ თბილისის “ბურევესტნიკისა” (1962-1974) და საკავშირო ნაკრების (1963-1971) წევრი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის ვერცხლისა (1965-1967) და ბრინჯაოს პრიზიორი (1963), მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე (1967, 1970). მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების ჩემპიონი (1968). იგი იყო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, მისი ხელმძღვანელობით „ბურევესტნიკი“ სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადასა (1975) და სსრკ-ის ჩემპიონატში (1977) მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. სხვადასხვა დროს წვრთნიდა საქართველოსა და იორდანიის ნაკრებებს.