თბილისში სასკოლო ფესტივალს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
18-21 ოქტომბერს გაიმართა თბილისის სასკოლო ფესტივალი, რომელშიც თბილისის სასკოლო გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. მასში მონაწილეობას იღებდა ორივე კატეგორია: ვაჟები და გოგონები.
აღნიშნული ტურნირი ჩატარდა თბილისის ხელბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭრით. ფესტივალს აგრეთვე ესწრებოდნენ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები.
სამახსოვრო თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ საპრიზო ადგილზე გასული გუნდები.
საბოლოო მდგომარეობა (ვაჟები)
I ადგილი – 175-ე სკოლა
II ადგილი – 99-ე სკოლა
III ადგილი – 117-ე სკოლა
საბოლოო მდგომარეობა (გოგონები)
I ადგილი – 160-ე სკოლა
II ადგილი – 175-ე სკოლა
III ადგილი – ბრიტანულ-ქართული აკადემია
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია სასკოლო ხელბურთის პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მრავალი ფესტივალი იგეგმება.
თბილისის მერია / Tbilisi City Hall#თბილისისხელბურთისფედერაცია