თბილისში სასკოლო ფესტივალს სპორტკომპლექს არენა 2მა უმასპინძლა

თბილისში სასკოლო ფესტივალს სპორტკომპლექს არენა 2მა უმასპინძლა

25 ნოემბერს გაიმართა თბილისის სასკოლო ფესტივალი, რომელიც ორივე კატეგორიაში ტარდებოდა: ვაჟებსა და გოგონებში.

აღნიშნული ტურნირი ჩატარდა თბილისის მერიის მხარდაჭრით, რომელის ორგანიზებაშიც ასევე ჩართული იყო თბილისის ხელბურთის და საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციები.

სამახსოვრო თასებით დაჯილდოვდა ყველა გუნდი, ხოლო ამასთან თითოეულ მოთამაშეს გადაეცა სამახსოვრო სიგელი.

ფესტივალს ესწრებოდა თბილისის ფედერაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ მეიფარიანი, ფედერაციის წარმომადგენლები ლანა მარგიანი, ბექა ორჯონიკიძე და გიორგი გვაზავა. გარდა ამისა, ტურნირზე იმყოფებოდა საერთაშორისო ხელბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი ჰელმუტ მარტინი, რომელიც საქართველოში სასკოლო ხელბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში იმყოფება.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია სასკოლო ხელბურთის პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მრავალი ფესტივალი იგეგმება.

Comments (1)

  1. Hi there! I could have sworn I’ve been to this website before but after
    reading through some of the post I realized it’s new to
    me. Anyways, I’m definitely happy I found it and I’ll be book-marking and
    checking back often!

    My site – cialis online

Leave a Reply to Dallas Cancel Reply