სიახლეებიშეჯიბრებები
თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ წლის დასკვნით სასკოლო ფესტივალს უმასპინძლა
ოლიმპიურ სასახლეში 12-13 დეკემბერს ორდღიანი ხელბურთის ზეიმი გაიმართა, რომელშიც ჯამში 15 სასკოლო გუნდის 200-მდე მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. ფესტივალში მონაწილეობდნენ 2012-13 წლებში დაბადებული გოგონათა და ვაჟთა შერეული გუნდები.
აღნიშნული ტურნირი ჩატარდა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ხოლო ამასთან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისის ხელბურთის ფედერაციას, თბილისის მერიას და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერისათვის.
თითოეულ გუნდსა და მოთამაშეს გადაეცა სამახსოვრო სიგელი.
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია სასკოლო ხელბურთის პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რაიონებში გაიმართა და კიდევ იგეგმება ფესტივალების ორგანიზება.