ესპანეთმა ტიტული დაიცვა

ესპანეთის ნაკრებმა ფინალში 22-20 დაამარცხა ხორვატია და ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი ხელბურთში. მესამე ადგილისთვის ნორვეგიამ 28-20 მოუგო სლოვენიას.  

ესპანეთი-ხორვატია: https://www.youtube.com/watch?v=aEkpMeDPaes

ხორვატები  არასოდეს ყოფილან ევროპის ჩემპიონები. მათი 69 წლის მწვრთნელი ლინო ჩერვარი სანაკრებო კარიერას ასრულებდა და მხოლოდ ეს ტიტული აკლდა – ის უკვე ყოფილა ხორვატიის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი.

ფინალის დასაწყისი ხორვატების იყო. მე-19 წუთზე მარინო მარიჩმა თავისი გუნდი სამით დააწინაურა, 10-7.  პასუხად ხორდი რიბერამ წუთშესვენება აიღო და მოედანზე შეიყვანა ხორხე მაკედა, რომელმაც ზედიზედ გაიტანა 3 გოლი, 10-10. ხორვატიამ ზედიზედ 9 წუთი ვერ გაიტანა გოლი და ენტრერიოსის დარტყმის შემდეგ ესპანეთმა ტაიმი 12-11 მოიგო.

33-ე წუთზე ხორვატებს ძვირად დაუჯდათ ზლატკო ჰორვატის გაძევება: ალეიქს გომესმა ჯერ შვიდმეტრიანი გაიტანა, შემდეგ კი ორჯერ ზუსტად დაარტყა ცარიელ კარში – 16-12.

აქ უკვე ესპანეთს დაუდგა 9-წუთიანი კრიზისი, რომლის დროსაც ხორვატიამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, 49-ე წუთზე მარკო მამიჩმა გაათანაბრა (18-18), დასრულებამდე 6 წუთით ადრე კი შტეპანჩიჩმა ხორვატია დააწინაურა – 19-18.

დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში 19-19 იყო, როდესაც ორწუთიანში წავიდა ესპანელი რაულ ენტრერიოსი. ხორვატებს კარგი შანსი გაუჩნდათ, მაგრამ დაბოლოება ასეთი გამოვიდა: ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა დომაგოი დუვნიაკმა ბურთი დაკარგა, შემდეგ შეტევაში კი იგორ კარაჩიჩმა გარბენი გააკეთა. ამის პასუხად ალექს დუიშებაევმა ჯერ შვიდმეტრიანი მოიპოვა, შემდეგ კი შორეული დარტყმით მატჩის ბოლო გოლი გაიტანა – 22-20, ესპანეთმა კი ჩემპიონობასთან ერთად ტოკიოს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.

ყველა საინტერესო ვიდეო: https://www.youtube.com/user/ehfeuro/videos

ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი

26 იანვარი. სტოკჰოლმი, შვედეთი. ტელე 2 არენა

ფინალი. ესპანეთი – ხორვატია 22-20

ესპ: პერესი 8/19, კორალესი 0/9 – გომესი 5, მაკედა 3, ენტრერიოსი 3, სარმიენტო 2, აგინაგალდე 2, კანელასი 2, დუიშებაევი 1, ფერნანდესი 1, სოლე 1, გონი 1, ფიგერასი 1, არინიო, გვარდიოლა, მოროსი – მწვ. ხორდი რიბერა 

ხორ: შეგო 4/19, აშანინი 1/7 – დუვნიაკი 5, კარაჩიჩი 4, მარიჩი 3, შტეპანჩიჩი 3, ჰორვატი 2, მანდიჩი 1, მამიჩი 1, ბროზოვიჩი 1, მუსა, ცინდრიჩი, მატანოვიჩი, სარაცი, შიპიჩი, ჰრსტიჩი – მწვ. ლინო ჩერვარი

მსაჯები: ნაჩევსკი, ნიკოლოვი (მკდ), 17 769 მაყურებელი

25 იანვარი. მე-3 ადგილისთვის. ნორვეგია – სლოვენია 28-20

იონდალი 7, ბიორნსენი 5, ბერგერუდი 14/32 – ბომბაჩი 5, ფერლინი 14/42  

მე-5 ადგილისთვის. გერმანია – პორტუგალია 29-27

კუნი 6, გოლა 4, ვოლფი 11/33 – ფერასი 4, ბორჟესი 4, კინტანა 12/40

ოლ-სტარი: MVP დომაგოი დუვნიაკი, ხორ – GK გონსალო პერესი, ესპ – LW მაგნუს იონდალი, ნორ – LB სანდერ საგოსენი, ნორ – CB იგორ კარაჩიჩი, ხორ – RB ხორხე მაკედა, ესპ – RW ბლაჟ იანცი, სლნ – LP ბენცე ბანჰიდი, უნგ – მცველი ჰენდრიკ პეკელერი, გერ – ბომბარდირი საგოსენი, 65 გოლი

https://www.youtube.com/watch?v=1fpcDF0vh4U

სტატისტიკა. გოლები: საგოსენი, ნორ 65 – თამაშიდან გატანილი: საგოსენი 51 – 7-მეტრიანი: ვაილუპაუ , ბლრ 20/25 – პასები: საგოსენი 53; ბილიკი, ავს 35; ბომბაჩი, სლნ 34 – გოლი+პასი: საგოსენი 65+53; ბილიკი 46+35: დუიშებაევი, ესპ 36+32 – დაცვა: ბლაგოტინშეკი, სლნ 13 ბლოკი; ა. დუიშებაევი, ესპ 11 ჩაჭრა; მამიჩი, ხორ 6+6; – მეკარეები: ბერგერუდი, ნორ 90 მოგერიება; ფერლინი, სლნ 86; კინტანა, პორ 84

კლასიფიკაცია: 1. ესპანეთი 2. ხორვატია 3. ნორვეგია 4. სლოვენია 5. გერმანია 6. პორტუგალია – 7. შვედეთი 8. ავსტრია 9. უნგრეთი 10. ბელარუსი 11. ისლანდია 12. ჩეხეთი – 13. დანია 14. საფრანგეთი 15. მაკედონია 16. შვეიცარია 17. ჰოლანდია 18. მონტენეგრო 19. უკრაინა 20. სერბეთი 21. პოლონეთი 22. რუსეთი 23. ბოსნია 24. ლატვია

ესპანეთმა, ხორვატიამ და ნორვეგიამ მოიპოვეს 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური

ესპანეთმა მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიადის საგზური

სლოვენია და პორტუგალია გავიდნენ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე

ოლიმპიადა 2020, ტოკიო. დანია (მსოფლიო ჩემპიონი 2019), იაპონია (მასპინძელი), ესპანეთი (ევროპა), ბაჰრეინი (აზია), ეგვიპტე (აფრიკა), არგენტინა (ამერიკა). დანარჩენი 6 ადგილი განაწილდება 3 საკვალიფიკაციო ტურნირზე, 17-19 აპრილს:

ნორვეგიაში: ნორვეგია, ბრაზილია, ჩილე, კორეა

საფრანგეთში: საფრანგეთი, ხორვატია, ტუნისი, პორტუგალია

გერმანიაში: გერმანია, შვედეთი, სლოვენია, ალჟირი

Leave a Reply