ესპანეთი და ხორვატია ნახევარფინალში გავიდნენ
ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე გამოვლინდა ორი ნახევარფინალისტი: ესპანეთი და ხორვატია.
ხორვატია – ჩეხეთი: https://www.youtube.com/watch?v=gXzGTKEnJS8
ხორვატებს ჩეხებთან ფრეც ჰყოფნიდათ მიზნის მისაღწევად და დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ანგარიში 21-21 იყო, როცა ლუკა შტეპანჩიჩმა გოლი გაიტანა და თავის გუნდს ამ ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსე მატჩი მოაგებინა.
ბელარუსი – ესპანეთი: https://www.youtube.com/watch?v=mrNXf4QqdDM
ანალოგიური ვითარება იყო ბელარუს-ესპანეთის შეხვედრაში. ბელარუსმა ბოლოს 35-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში (19-19), მაგრამ შემდეგ 9 ბურთით ჩამორჩა – 28-37.
ავსტრია – გერმანია: https://www.youtube.com/watch?v=pUz4nxOFtzo
გერმანიისთვის მატჩი აღარაფერს წყვეტდა, თუმცა, მნიშვნელოვანი იყო ავსტრიისთვის. საქმე ისაა, რომ ევროპის ჩემპიონი პირდაპირ გავა ტოკიოს ოლიმპიადაზე, ორი მომდევნო გუნდი კი საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურს მოიპოვებს, ოღონდ, ნორვეგიას, საფრანგეთს, გერმანიას, შვედეთს, ესპანეთსა და ხორვატიას ამ ტურნირზე თამაშის უფლება მსოფლიო ჩემპიონატიდან აქვთ განაღდებული. ამ ექვსეულიდან ევროპის ჩემპიონატის სამეულში გასვლის შანსი ჯერაც აქვთ ესპანეთს, ხორვატიასა და ნორვეგიას, ხოლო ოლიმპიადის კვალიფიკაციაში შესაძლოა მე-4-5, ან მეექვსე ადგილზე გასული გუნდიც მოხვდეს. ამისათვის აუცილებელია მეორე ეტაპის ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება.
ავსტრია ერთხანს წინ იყო – 9-7, მაგრამ მე-19 წუთზე კარში ჩადგა იოჰანეს ბიტერი, რომელმაც 28 დარტყმიდან მოიგერია 15, გერმანიამ კი გამანადგურებელი სხვაობით მოიგო, 34-22 და ჯგუფში მესამე ადგილი გაინაღდა.
საუკეთესო გოლები, სეივები, მოთამაშეები: https://www.youtube.com/user/ehfeuro/videos
დღეს მესამე ნახევარფინალისტი შესაძლოა გახდეს ნორვეგია. მალმიოში მეორე ჯგუფის მეოთხე ტურია.
ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი
მთავარი რაუნდი. 1 ჯგუფი. ვენა, ავსტრია. 20 იანვარი
ხორვატია – ჩეხეთი 22-21
მამიჩი 5, აშანინი 9/30 – ზდრაჰალა 8, მრკვა 12/34
ბელარუსი – ესპანეთი 28-37
ვაილუპაუ 8 – ფერნანდესი 7, სოლე 7, პერესი 15/42
ავსტრია – გერმანია 22-34
ბილიკი 5 – კატენინგი 6, ბიტერი 15/28
——————–თ—მ—ფ—წ——–ბ——ქ
ესპანეთი——-4—4—0—0—131-105–8
ხორვატია——4—4—0—0—105-91—8
გერმანია——-4—2—0—2—115-103–4
ავსტრია——–4—1—0—3—103-120–2
ბელარუსი—–4—1—0—3—102-124–2
ჩეხეთი———4—0—0—4—100-113–0
22 იანვარი. 19:00 ხორვატია – ესპანეთი, 21:15 ბელარუსი – ავსტრია, 23:30 ჩეხეთი – გერმანია
1 ეტაპიდან. ხორვატია – ბელარუსი 31-23, ჩეხეთი – ავსტრია 29-32, ესპანეთი – გერმანია 33-26
16 იანვარი. ესპანეთი – ჩეხეთი 31-25, ხორვატია – ავსტრია 27-23, ბელარუსი – გერმანია 23-31
18 იანვარი. ბელარუსი – ჩეხეთი 28-25, ესპანეთი – ავსტრია 30-26, ხორვატია – გერმანია 25-24
2 ჯგუფი. მალმიო, შვედეთი, 21 იანვარი
19:00 პორტუგალია-სლოვენია (სილკ 1)
21:15 ნორვეგია-ისლანდია (სილკ უნივერსალი)
23:30 უნგრეთი-შვედეთი (სილკ 1)
——————–თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ
ნორვეგია——-3—3—0—0—-93-77—6
სლოვენია——3—2—0—1—-79-75—4
უნგრეთი——-3—2—0—1—-82-82—4
პორტუგალია–3—1—0—2—-88-87—2
ისლანდია——3—1—0—2—-73-79—2
შვედეთი——-3—0—0—3—-64-79—0
22 იანვარი. 19:00 პორტუგალია-უნგრეთი, 21:15 ნორვეგია-სლოვენია, 23:30 ისლანდია-შვედეთი
1 ეტაპიდან: სლოვენია-შვედეთი 21-19, ნორვეგია-პორტუგალია 34-28, უნგრეთი-ისლანდია 24-18
17 იანვარი. სლოვენია-ისლანდია 30-27. ნორვეგია-უნგრეთი 36-29 პორტუგალია-შვედეთი 35-25
19 იანვარი. პორტუგალია-ისლანდია 25-28, სლოვენია-უნგრეთი 28-29, ნორვეგია-შვედეთი 23-20
ფინალური ოთხეული. სტოკჰოლმი, შვედეთი
24 იანვარი. ნახევარფინალი
25 იანვარი. მატჩები მე-3 და მე-5 ადგილისთვის
26 იანვარი, ფინალი