ეროვნულ ჩემპიონატს მსხვილიძე დაუბრუნდა

თბილისის სპორტის სასახლეში განახლებული ხელბურთის უმაღლესი ლიგის მთავარი სიახლე იყო საქართველოს ნაკრების წევრის, რატი მსხვილიძის გამოჩენა ბათუმის „შავი ზღვის ბიჭების“ შემადგენლობაში.

რატიმ საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს 2013 წელს, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში ითამაშა და იმავე სეზონში თურქეთის „ტრაბზონსფორში“ გადავიდა. 32 წლის მარჯვენა ინსაიდის ბოლო უცხოური კლუბი იყო მაკედონიის „ეუროფარმ რაბოტნიკი“, რომელთანაც მხვილიძემ წინა სეზონი ჩაამთავრა. ბათუმის გუნდმა ფორმალობები მოაგვარა, სატრანსფერო თანხაც გადაიხადა და ძალიან ძლიერი მოთამაშეც დაიმატა მეორე წრის დასრულების წინ.

მხვილიძემ პირველ მატჩში 2 გოლი იკმარა, ბათუმმა 50-30 დაამარცხა გორი და ორი დებიუტანტიც გამოსცადა კლუბის ჭაბუკთა გუნდიდან: 16 წლის გარი სტოლბოვმა 6 გოლი გაიტანა, 17 წლის გიორგი კახიძემ – 2.

პირველ დღეს მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა – პირველი ოთხეულის ყველა წევრმა მოიგო. გაცილებით უფრო საინტერესო მატჩები გველის ხვალ, როდესაც ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან. თბილისის სპორტის სასახლეში 12 საათზე თამაშობენ თელავის იმედი – ქუთაისი, ხოლო 16 საათზე – BSB ბათუმი – პეგასი. საინტერესო იქნება მეორე ოთხეულის ორივე მატჩიც: წყალტუბო – სპორტუნი და სამტრედია – გორი.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

მეორე წრის საერთო ტური. თბილისის სპორტის სასახლე

26 თებერვალი

გორი – BSB ბათუმი 30-50

გორ: ჯაფარიძე – ახალბედაშვილი 17, ტარუაშვილი 5, შემშენოვი 5, დალაქიშვილი 1, ნიაზაშვილი 1, ზოზიაშვილი 1, ხუბულური, მჭედლიშვილი

ბათ: ტორონჯაძე, ხანდოლიშვილი – აბრამიშვილი 8, ტიელიძე 8, გოგოლაძე 7, სიმონია 7, სტოლბოვი 6, კოხრეიძე 5, კახიძე 3, მსხვილიძე 2, სურმავა 2, წივწივაძე 2, ბერძენიშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

წყალტუბო – იმედი-სტუ თელავი 24-39

წყ: სილაგაძე 1, აფხაძე – დარსაველიძე 7, ქაშიბაძე 5, გველესიანი 4, რ. ბაბუნაშვილი 4, ნ. ბაბუნაშვილი 2, მუკბანიანი 1, ხელაძე, ნიჟარაძე

თელ: ხიდეშელი, ცინცაძე – ყორიაული 10, დოლმაზაშვილი 7, იობაშვილი 4, მიქავა 4, კორსანტია 4, ბერაძე 4, გოგალაძე 3, გავაშელიშვილი 2, ბაინაზიშვილი 1, აბდულაევი

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი

სპორტუნი – ქუთაისი 30-60

სპ: კუპატაძე – ცხვარაშვილი 10, ერისთავი 9, ზურაბიანი 4, თიგიშვილი 3, ჩაკვეტაძე 1, დელიბაშვილი 1, აბაშიძე 1, გურასპაული 1, ჭელიძე, იობაშვილი

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე, გულეიშვილი – გამზარდია 10, სტურუა 10, რუსტამოვი 9, ბულბულაშვილი 9, მერკვილაძე 5, ფერაძე 4, ლომიძე 4, ხაჟომია 3, ჯუღელი 3, ლ. იმნაძე 2, ჯ. იმნაძე 1, კობახიძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

სამტრედია – პეგასი 29-39

სამ: შველიძე, ფახურიძე – ხომერიკი 8, ხელისუფალი 6, ნადირაძე 5, თევზაძე 4, ქავზინაძე 3, აფრიდონიძე 2, ადამია 1, დიდია, ხონელიძე

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე – კუხალაშვილი 7, შუბითიძე 7, ზარნაძე 7, კალანდაძე 6, ბაძაღუა 4, გრიშიკაშვილი 2, პატაშური 2, ჟვანია 1, მდივანი 1, ჭანტურია 1, გვაზავა 1

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ლ. მარგიანი, ვ. ბერიაშვილი

——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი—11–10—0—1—482-305–20

ქუთაისი——-11—9—0—2—454-310–18

პეგასი———-11—9—0—2—474-335–18

იმედი-სტუ—-11—8—0—3—396-329–16

გორი———–11—3—0—8—397-471—6

სპორტუნი—–11—3—0—8—360-499—6

სამტრედია—-11—1—1—9—301-417—3

წყალტუბო—-11—0—1–10—261-450—1

27 თებერვალი

12:00 იმედი-სტუ თელავი – ქუთაისი

14:00 წყალტუბო – სპორტუნი

16:00 BSB ბათუმი – პეგასი

18:00 სამტრედია – გორი

28 თებერვალი

12:00 BSB ბათუმი – სპორტუნი

14:00 გორი – ქუთაისი

16:00 იმედი-სტუ თელავი – სამტრედია

18:00 წყალტუბო – პეგასი

1 მარტი

12:00 სპორტუნი – სამტრედია

14:00 პეგასი – ქუთაისი

16:00 გორი – წყალტუბო

18:00 იმედი-სტუ თელავი – BSB ბათუმი

Leave a Reply