ეროვნულ ტურში გორმა და ყვარელმა გაიმარჯვეს
ურეკში დასრულდა ქვიშის ხელბურთის ეროვნული ტურის მეორე ეტაპი, რომელიც მოიგეს ფოთის ოქროს ვერძის გოგონებმა და თბილისის ქორებმა, თუმცა, ორი ეტაპის ჯამში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ გორი და ყვარელი.
ვაჟებში 7 გუნდი შეიკრიბა. პირველი ეტაპი, ივლისში, მოგებული ჰქონდა ქუთაისს, მაგრამ ახლა წააგო გორთან და თბილისის ქორებთან. ეს უკანასკნელი ქვიშის ხელბურთის გუნდია, რომელმაც 2014 წელს პირველი ეროვნული ტური მოიგო. ქორებმა (ზურაბ ცინცაძე, მეთოდე ჭელიძე, უჩა მაისურაძე, ამირან აბჟანდაძე, ომიკო ალანია, გიორგი სურმავა) წრიული ტურნირის ექვსივე მატჩი მოიგეს, მეორე ადგილზე, ზედიზედ მეორედ, გავიდა გორი, მესამეზე – ქუთაისი.
ორი ეტაპის ჯამში გორმა 110 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა, მეორეზე 100 ქულით გავიდა ქუთაისი, მესამეზე – ქორები, რომელმაც მხოლოდ ერთი ტურნირი ითამაშა.
ქალთა შეჯიბრებაზე 6 გუნდი შეგროვდა, მათ შორის 3 – აჭარიდან. ფინალში გავიდნენ ქვიშის ხელბურთში საქართველოს უცვლელი ჩემპიონი ყვარელი და 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი კლასიკურ ხელბურთში, ფოთის ოქროს ვერძი. გუნდებმა თითო სეტი მოიგეს, რის შემდეგაც დაინიშნა მესამე, გადამწყვეტი ხელი – შუთაუტი. ბოლო დარტყმი წინს ყვარელი ერთი ქულით წინ იყო, მაგრამ ფოთელმა სოფია დავიდიანცმა გარისკა, ორქულიანი ტყორცნა შეასრულა ბრუნში, გაიტანა და თავის გუნდს გაამარჯვებინა.
ორი ეტაპის ჯამში ფოთმაც და ყვარელმაც 90-90 ქულა დააგროვეს. ჩემპიონად, ზედიზედ მეხუთედ, გამოცხადდა ყვარელი, რომელმაც პირველ ეტაპზე ფოთის გუნდი 2-0 დაამარცხა, მეორეში კი 1-2 წააგო. მეორე ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა აჭარის გუნდმა, თუმცა, საერთო ჩათვლაში ბრინჯაოს მედლები წყალტუბომ მოიპოვა.
პლაჟის ხელბურთის ეროვნული ტური – 2019
მეორე ეტაპი. ურეკი, 31 აგვისტო – 1 სექტემბერი
მსაჯები: ნ. კევლიშვილი-თ. კევლიშვილი, თ. ბჟალავა-გ. გველესიანი, გ. ქავთარაძე-ი. სიხარულიძე, დელეგატები: გ. მამაცაშვილი, ნ. გოგიძე, თ. ჩოგოვაძე
კაცები
გორი – ქორები 1-2, გორი – სამტრედია 2-0, ქუთაისი – BSB ბათუმი 2-0, სამტრედია – წყალტუბო 0-2, ფოთი – BSB ბათუმი 1-2, ქუთაისი – ფოთი 2-0, წყალტუბო – BSB ბათუმი 0-2, ქუთაისი – ქორები 1-2, სამტრედია – ფოთი 2-1, გორი – წყალტუბო 2-0, ქორები – BSB ბათუმი 2-0, ქუთაისი – წყალტუბო 2-1, ფოთი – ქორები 1-2, სამტრედია – BSB ბათუმი 2-1, გორი – ფოთი 2-0, წყალტუბო – ქორები 0-2, გორი – BSB ბათუმი 2-0, ქუთაისი – სამტრედია 2-0, ფოთი – წყალტუბო 0-2, სამტრედია – ქორები 0-2, ქუთაისი – გორი 0-2
1. ქორები 6 მოგება (70 ქულა საერთო ჩათვლაში) 2. გორი 5 (60) 3. ქუთაისი 4 (50) 4. BSB ბათუმი 2 (40), 5. წყალტუბო 2 (30), 6. სამტრედია 2 (20), 7. ფოთი 0 (10)
პირველი ეტაპი, 13-14 ივლისი 1.ქუთაისი 50 ქულა, 2. გორი 40, 3. სამტრედია 30, 4. ფოთი 20, 5. წყალტუბო 10
ორი ეტაპის ჯამი: 1. გორი 110 ქულა 2. ქუთაისი 100 3. ქორები თბილისი 70, 4. სამტრედია 50, 5. წყალტუბო 40, 6. BSB ბათუმი 40, 7. ფოთი 30
ქალები
A ჯგუფი. ყვარელი – ბათუმის სპორტსკოლა 2-0, ყვარელი – წყალტუბო 2-0, წყალტუბო – ბათუმის სპორტსკოლა 2-0
B ჯგუფი BSB ბათუმი – ფოთი 0-2, აჭარა – BSB ბათუმი 2-0, აჭარა – ფოთი 0-2
ნახევარფინალი. ყვარელი – აჭარა 2-0, ფოთი – წყალტუბო 2-0
ფინალი. 1-2. ფოთი – ყვარელი 2-1, 3-4. აჭარა – წყალტუბო 2-0 5-6. BSB ბათუმი – ბათუმის სპორტსკოლა 2-1
პირველი ეტაპი. 13-14 ივლისი. 1. ყვარელი 40 ქულა, 2. ფოთი 30, 3. წყალტუბო 20, 4. გორი 10
მეორე ეტაპი. 1. ფოთი 60 ქულა, 2. ყვარელი 50 ქულა, 3. აჭარა 40, 4. წყალტუბო 30 5. BSB ბათუმი 20, 6. ბათუმის სპორტსკოლა 10
ორი ეტაპის ჯამი: 1. ყვარელი 90 ქულა (ფოთთან 2-0, 1-2) 2. ფოთი 90, 3. წყალტუბო 50 5. აჭარა 40, 6. BSB ბათუმი 20, 6-7. გორი, ბათუმის სპორტსკოლა 10