ეროვნული ნაკრები კლაიპედაში მიემგზავრება
დღეს ღამით ლიტვის ქალაქ კლაიპედაში მიემგზავრება ხელბურთის კაცთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც 12-14 იანვარს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი აქვს ლატვიის, ლიტვისა და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ. მომდევნო ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.
ნაკრების ახალმა სამწვრთნელო შტაბმა, მაკედონიელმა დონე ბოშკოვსკიმ და მისმა ასისტენტმა, ტიტე კალანდაძემ ამ დროისთვის უძლიერეს შემადგენლობას მოუყარეს თავი და ნაყოფიერი შეკრებაც ჰქონდათ. გუნდში არიან ვეტერანებიც (თევზაძე, ჭანტურია, მსხვილიძე, დათუკაშვილი), შუა თაობის რამდენიმე წარმომადგენელი გუნდის ლიდერ ირაკლი ჩიქოვანის ჩათვლით, ახალგაზრდები (ორჯონიკიძე, დიხამინჯია, რუსტამოვი) რომელთაც უკვე უთამაშიათ ეროვნულ გუნდში და ორი ჭაბუკი – 17 წლის გიორგი ლაპიაშვილი და 16 წლის გიორგი ცხოვრებაძე, რომლის ტრანსფერი ფრანგულ მონპელიეში ამ შემოდგომაზე ევროპული ხელბურთის ერთ-ერთი ხმაურიანი სიახლე იყო.
ნაკრები ორი კვირაა ერთადაა და ჯერ სპორტკომპლექს არენაში, შემდეგ კი ოლიმპიურ სასახლეში ჰქონდა ორჯერადი ვარჯიშები, გამგზავრების წინ კი პრობლემა მხოლოდ ის ჰქონდა, რომ მცირე ტრავმები აწუხებდა სამ მოთამაშეს: თემო ორჯონიკიძეს (საზარდული), ლექსო წითელიშვილს (ტერფი) და ზურაბ აბრამიშვილს (კოჭი). პირველი თამაში 12 იანვარს გვაქვს ლატვიის წინააღმდეგ, მომდევნო დღეს მასპინძლებს ვეთამაშებით, ხოლო 14 იანვარს – ისრაელს.
გამგზავრების წინადღეს, 9 იანვარს, საქართვლოს ხელბურთის ფედერაციამ ნაკრები გუნდების პრეზენტაცია მოაწყო. 2018 წელს საქართველო ქალთა და კაცთა სხვადასხვა კატეგორიის შვიდი ნაკრებით (ეროვნული და ასაკობრივი) ითამაშებს ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებზე და წელიწადს სწორედ კაცების ეროვნული გუნდი გახსნის ლიტვაში.
მსოფლიოს ჩემპიონატი 2019 წლის იანვარში იმართება დანიასა და გერმანიაში. ევროპის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 6 ჯგუფია. აქედან სამში ტურნირი ორ წრედ, მიმოსვლით, შემოდგომიდან მიმდინარეობს, სამი ჯგუფი კი ერთ წრედ ითამაშებს ლიტვაში, იტალიასა და პორტუგალიაში. 14 იანვარს ექვსივე გამარვებული ცნობილი იქნება. ამ ექვს გუნდს პლეიოფში დაემატება 10 ქვეყანა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატიდან, რომელიც პარასკევს წყება ხორვატიაში. ამ ტურნირის მონაწილე 16 გუნდიდან სამს, 2017 მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთსა და 2019 წლის ტურნირის მასპინძლებს, გერმანიასა და დანიას საგზური უკვე აქვთ. ამ სამეულს დაემატება ევრო 2018 სამი საუკეთესო გუნდი, დანარჩენი 10 კი გადაერთვება პლეიოფში, დაემატება პირველი ეტაპის 6 გამარჯვებულს და 2018 წლის ივნისში იბრძოლებს კიდევ 8 საგზურისთვის. წილისყრა თებერვალში გაიმართება.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები (9-27 იანვარი, გერმანიასა და დანიაში)
ევროპა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
ჯგუფების თითო გამარჯვებული გადის პლეიოფში
2 ჯგუფი: ლიტვა, ლატვია, ისრაელი, საქართველო
კლაიპედა, შვიტურიო არენა (5500 ადგილი)
12 იანვარი. 18:30 ლატვია-საქართველო, 21:00 ლიტვა-ისრაელი
13 იანვარი. 17:30 ისრაელი-ლატვია, 20:00 საქართველო-ლიტვა
14 იანვარი. 16:30 ისრაელი-საქართველო, 19:00 ლიტვა-ლატვია
მსაჯები: ბოგდან კალუჯეროვიჩი – ივან ვუიაჩიჩი (მნტ)
დელეგატები: კალევ ვენცლი (ესტ), იან რუდინსკი (სლკ)
საქართველოს ნაკრები
GK – 1 ალექსანდრე ხანდოლიშვილი, ქარიშხალა – 1998, 185
GK – 22 შოთა თევზაძე, ფოჩანი, რუმ – 1981, 200
LW – 7 ხაზეინ რუსტამოვი, ქუთაისი – 1998, 178
LW – 19 ზურაბ აბრამიშვილი, ბათუმი – 1994, 193
LB – 14 თეიმურაზ ორჯონიკიძე, პელისტერი, მკდ – 1996, 197
LB – 21 ლექსო წითელიშვილი, MYK ჰანტბოლ, თურ – 1992, 194
LB – 9 სერგო დათუკაშვილი – 1978, 198
CB – 8 ირაკლი ჩიქოვანი, კელერაში, რუმ – 1989, 198
CB – 26 შალვა სტურუა, ბათუმი – 1994, 192
RB – 11 გიორგი ცხოვრებაძე, მონპელიე, საფ – 2001, 194
RB – 24 რატი მსხვილიძე, რაბოტნიკი, მკდ – 1986, 208
RW – 23 რევაზ ჭანტურია, პელისტერი, მკდ – 1982, 178
RW – 71 გიორგი დიხამინჯია, პეგასი – 1997, 189
PV – 3 გიორგი ლაპიაშვილი, პეგასი – 2000, 195
PV – 20 შოთა გრიშიკაშვილი, ქუთაისი – 1984, 200
მთავარი მწვრთნელი დონე ბოშკოვსკი, მაკედონია, 1974
მწვრთნელი ტიტე კალანდაძე, 1972
მეკარეების მწვრთნელი ამირან კომახიძე, 1948
ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი, 1988
დელეგაციის ხელმძღვანელი ვახტანგ მეიფარიანი, 1970
3 ჯგუფი: რუმინეთი, უკრაინა, იტალია, ფარერები – 11-13 იან, ბოლცანოში, იტალია
4 ჯგუფი: პორტუგალია, პოლონეთი, კვიპროსი, კოსოვო – 12-14 იან, ვარზიმში, პორტუგალია
1 ჯგუფი (4 თამაშიდან): რუსეთი 8 ქულა, სლოვაკეთი 6, ფინეთი 1, ლუქსემბურგი 1
ლუქ-ფინ 23-23, რუს-სლკ 32-22, ფინ-რუს 22-35, სლკ-ლუქ 36-19, ლუქს-რუს 19-17, ფინ-სლკ 22-27, რუს-ლუქს 28-17, სლკ-ფინ 24-16 – 11იან: სლკ-რუს, ფინ-ლუქ, 13 იან: რუს-ფინ, 14 იან: ლუქ-სლკ
5 ჯგუფი (4): ჰოლანდია 6, ბელგია 5, თურქეთი 5, საბერძნეთი 0
თურ-ბლგ 27-27, ჰოლ-საბ 29-20, ბელ-ჰოლ 25-26, საბ-თურ 19-25, თურ-ჰოლ 30-27, ბელ-საბ 33-28, ჰოლ-თურ 26-19, საბ-ბელ 24-26- 10 იან: ბელ-თურ, 11 იან: საბ-ჰოლ, 14 იან: ჰოლ-ბელ, თურ-საბ
6 ჯგუფი: შვეიცარია 4 (2), ბოსნია 2 (2), ესტონეთი 2 (4)
ბოს-ესტ 31-24, ესტ-ბოს 29-25, ესტ-შვც 22-26, შვც-ესტ 39-21 – 10 იან: შვც-ბოს, 13 იან: ბოს-შვც
პლეიოფი: 8-10/12-14 ივნისი, 2018
პირველი ეტაპის გამარჯვებულ 6 გუნდს დაემატება 10 ქვეყანა ევრო 2018-დან. 16 გუნდი დაწყვილდება და შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენს მსოფლიო ჩემპიონატის 8 ფინალისტს.
ევრო 2018 ხორვატიაში (12-28 იანვარი, 2018). 16 მონაწილიდან მსოფლიო 2019 წლის ჩემპიონატის საგზური უკვე აქვთ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს, ასევე 2019 წლის მასპინძლებს – გერმანიას და დანიას. მათ დაემატება სამი საუკეთესო გუნდი ევრო 2018-დან. დანარჩენი 10 გუნდი გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. პლეიოფის მონაწილე იქნება ჩამოთვლილი 13 ქვეყნიდან 10: ავსტრია, ბელარუსი, ხორვატია, ჩეხეთი, ესპანეთი, უნგრეთი, ისლანდია, მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, სლოვენია, სერბეთი, შვედეთი