ლეგიონერებინაკრებები
ერეკლე არსენაშვილმა „ტრემბლთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა
საქართველოს ნაკრების წევრმა, ერეკლე არსენაშვილმა, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის კლუბ „ტრემბლში“ თამაშობს, ახალი კონტრაქტი გააფორმა და ფრანგულ კლუბში 2026 წლამდე დარჩება.
ამის შესახებ ონფორმაციას ფრანგული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:
„სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ კლუბმა ერკლე არსენაშვილთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა და ქართველი ხელბურთელი ჩვენს გუნდში 2026 წლამდე დარჩება“.
არსენაშვილმა საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა, ხოლო საფრანგეთის თასზე ერთ შევედრაში ერთი გოლით გამოიჩინა თავი. საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული 15 ტურის შემდეგ „ტრემბლი“ 13 ქულით მე-9 ადგილზეა.