ევრო 2024: შესარჩევ ტურნირს საქართველო უმასპინძლებს
საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ მოიგო ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მასპინძლობის უფლება 2021 წლის 12-14 მარტს – მონაწილეობენ საქართველო, ბრიტანეთი, ბულგარეთი და კვიპროსი.
წილისყრა დღეს, დანიის ქალაქ ჰერნინგში გაიმართა. ევრო 2024 ფინალური ტურნირი გერმანიაში გაიმართება. 4 ნაკრები კვალიფიკაციას პირველი რაუნდიდან იწყებს. ამ ტურნირის ორი გამარჯვებული გავა მეორე ეტაპზე, პლეიოფში. მათ დაემატება ლუქსემბურგი და IHF ერთა თასის საუკეთესო ევროპული გუნდი. პლეიოფი 2022 წლის პირველ ნახევარში უნდა გაიმართოს.
გამარჯვებულები 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყებენ მთავარ შესარჩევ რაუნდს, რომელშიც ევროპის 32 უძლიერესი გუნდი ითამაშებს. გათამაშდება ფინალური ეტაპის 20 საგზური.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი იანვარში უნდა გამართულიყო, მაგრამ ევროპის ხელბურთის ფედერაციამ, პანდემიის გამო, მარტისთვის გადადება ამჯობინა.
ხელბურთი. ევრო 2021. კაცები.
პირველი შესარჩევი ეტაპი. 12-14 მარტი, 2021 – საქართველოში
12 მარტი
ბულგარეთი – ბრიტანეთი, საქართველო – კვიპროსი
13 მარტი
კვიპროსი – ბულგარეთი, საქართველო – ბრიტანეთი
14 მარტი
ბრიტანეთი – კვიპროსი, სქართველო – ბულგარეთი
2 საუკეთესო გავა პლეიოფში