ევროპის ჩემპიონი სლოვენია გახდა
დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში ოცწლამდელთა შორის. ჩემპიონი გახდა სლოვენიის ნაკრები, რომელმაც ფინალში 31-30 მოუგო საფრანგეთს. დადგა უმცროსი ასაკის, ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის დრო: ეს შეჯიბრება 10-19 აგვისტოს გაიმართება ხორვატიაში, ავსტრიასა და საქართველოში.
სლოვენიის მეტოქე ფინალში იყო საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც ბოლო სამ წელიწადში სამივე ტურნირი ჰქონდა მოგებული თავის ასაკში – 2015 წლის ევროპის ახალგაზდრობის ოლიმპიური ფესტივალი თბილისში, 2016 წლის ევროპის წაბუკთ ჩემპიონატი და შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ასევე საქართველოში გაიმართა, თუმცა ფრანგები მეოთხე ტიტულს ვეღარ შესწვდნენ და პირველობა შეჯიბრების მასპინძელს დაუთმეს. მესამე ადგილზე გერმანიის გუნდი გავიდა, ხოლო მეორე დონის ორი ევროპის ჩემპიონატი ამ ასაკში, მონტენეგროსა და მაკედონიაში, მოიგეს ჩეხეთმა და მაკედონიამ.
2018 წელს მსოფლიოს ორი ასაკობრივი ჩემპიონატი იმართება ქალთა შორისაც. 20-წლამდელების ჩემპიონატი უნგრეთში მოიგო მასპინძელთა ნაკრებმა, ხოლო 18-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 7-19 აგვისტოს პოლონეთი უმასპინძლებს. წინა კვირაში დასრულდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც პლაჟის ხელბურთში. კაცებში ტირული მეხუთედ მოიპოვა ბრაზილიამ, ხოლო ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი სენსაციურად გახდა საბერძნეთის ნაკრები.
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 20წ
M 20 Euro, სლოვენიაში. 19-29 ივლისი
27 ივლისი, ნახევარფინალი: გერმანია-საფრანგეთი 26-28, პორტუგალია-სლოვენია 25-27
5-8 ადგილები. ისლანდია-ხორვატია 27-31, ესპანეთი – სერბეთი 27-24
9-13. ნორვეგია – უნგრეთი 29-23, დანია-შვედეთი 30-33
13-16. ისრაელი – რუსეთი 26-19, პოლონეთი-რუმინეთი 31-32
29 ივლისი, ფინალი. 1-2. სლოვენია – საფრანგეთი 31-30, 3-4. გერმანია – პორტუგალია 29-26, 5-6. ესპანეთი – ხორვატია 27-26, 7-8. ისლანდია – სერბეთი 30-27, 9-10. ნორვეგია – შვედეთი 24-20, 11-12. უნგრეთი – დანია 31-29, 13-14. ისრაელი – რუმინეთი 30-28, 15-16. რუსეთი – პოლონეთი 28-26
ჩემპიონატი მაკედონიაში. სკოპიე, 20-29 ივლისი, 2018
ნახევარფინალი, 28 აგვისტო. მაკედონია – ფარერები 27-25, ბელარუსი-შვეიცარია 33-27
5-8 ადგილები. ესტონეთი-უკრაინა 29-31, ლიტვა – იტალია 31-29; 9-11. ფინეთი-ბრიტანეთი 26-32
ფინალი, 29 აგვისტო. 1-2. მაკედონია – ბელარუსი 29-23, 3-4. შვეიცარია – ფარერები 32-17, 5-6. უკრაინა – ლიტვა 29-28, 7-8. ესტონეთი – იტალია 25-19, 9-10. საბერძნეთი – ფინეთი 26-23, 11. ბრიტანეთი
ჩემპიონატი მონტენეგროში. პოდგორიცა, 20-29 ივლისი, 2018
ნახევარფინალი. 28 აგვისტო. ჩეხეთი – მონტენეგრო 25-13, ავსტრია – ლატვია 30-21
5-8 ადგილები. კოსოვო – თურქეთი 18-28, ჰოლანდია – სლოვაკეთი 32-26
9-11 ადგილები. ბულგარეთი – საქართველო 27-25
ბულ: ჰუსეინი 11/35, მარინოვი 0/1, ლაზაროვი – ვასილევი 8, სტოიანოვი 5, კოლევი 4, იორგოვი 4, პეტკოვი 3, ი. იორდანოვი 3, ტოდოროვი, რუსენოვი, დაჩევი, რ. იორდანოვი, დენევი – მწვ. ზლატევი
საქ: ხანდოლიშვილი 12/37, სილაგაძე 1/3, ხარაიშვილი – ყორიაული 13/7, მერკვილააძე 7/4, მიქავა 6/4, ბაინაზიშვილი 8/4, ლაპიაშვილი 5/2, იობაშვილი 8/2, ძნელაძე 2/1, ლ. იმნაძე 1/1, ბულბულაშვილი 4/0, გოგავა, ნიაზაშვილი, ჯ. იმნაძე, კორსანტია
მსაჯები: ბუცკევიჩი, ბუცკევიჩი (ბლრ)
ფინალი. 29 აგვისტო. 1-2. ჩეხეთი – ავსტრია 27-17, 3-4. მონტენეგრო – ლატვია 29-23, 5-6. ჰოლანდია – თურქეთი 36-31, 7-8. კოსოვო – სლოვაკეთი 27-26, 9-10. ბულგარეთი – მოლდოვა 34-25, 11. საქართველო
საქართველოს ნაკრები მონტენეგროში
GK: 1. სანდრო ხანდოლიშვილი (სტუ-ქარიშხალა, 2000, 185), 16. გიორგი ხარაიშვილი (იმედი თელავი, 2000, 194), 12. იური სილაგაძე (წყალტუბო, 2001, 195) – LW: 2. ნიკოლოზ ძნელაძე (სამტრედია, 2001, 180), 7. ჯემალ იმნაძე (ქუთაისი, 2001, 185) – LB: 14. ზეზვა იობაშვილი (იმედი თელავი, 1998, 196), 20. ზურაბ გოგავა (პეგასი, 1998, 196) – CB: 17. დავით ყორიაული (იმედი თელავი, 1998, 199), 9. გიგა ბაინაზიშვილი (იმედი თელავი, 1998, 180) – RB, RW: 13. ლუკა ბულბულაშვილი (BSB ბათუმი, 1998, 189), 6. გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი, 1998, 182), 7. დავით ნიაზაშვილი (გორი, 2000, 184), 11. ლევან იმნაძე (2001, ქუთაისი, 185) – P: 8. გიორგი მიქავა (იმედი თელავი, 1998, 194), 3. გიორგი ლაპიაშვილი (პეგასი, 2000, 196), 18. ლევან კორსანტია (იმედი თელავი, 1999, 199)
გიორგი გვაზავა (მთავარი მწვრთნელი), გიორგი ხელისუფალი (მწვრთნელი)
მერაბ მეტრეველი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ჯუმბერ ყარყარაშვილი (ექიმი)
მსოფლიო ჩემპიონატი 2018. ქალები, 20წ (1-14 ივლისს, უნგრეთში): 1. უნგრეთი 2. ნორვეგია 3. კორეა 4. რუსეთი – 5. ჰოლანდია, 6. დანია 7. საფრანგეთი 8. რუმინეთი – 9. ხორვატია 10. ისლანდია 11. ბრაზილია 12. შვედეთი 13. გერმანია 14. იაპონია 15. სლოვენია 16. მონტენეგრო – 17. ესპანეთი 18. პორტუგალია 19. ანგოლა 20. ჩილე 21. ჩინეთი 22. პარაგვაი 23. ეგვიპტე (24. კამერუნი არ ჩავიდა)
პლაჟის ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2018. ყაზანში, რუსეთი. კაცები (16 გუნდი): 1. ბრაზილია 2. ხორვატია 3. უნგრეთი 4. შვედეთი; ქალები (16 გუნდი): 1. საბერძნეთი 2. ნორვეგია 3. ბრაზილია 4. ესპანეთი