ევროპის ჩემპიონი საფრანგეთი გახდა

ევროპის ჩემპიონი ხელბურთში პირველად გახდა საფრანგეთის ქალთა ნაკრები, რომელმაც პარიზში, 14 000 მაყურებლის თვალწინ დაამარცხა ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთი, 24-21.

საფრანგეთის ნაკრებისთვის ეს მესამე ტიტულია – გუნდი აქამდე ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი – 2003 და 2017 წელს. მძიმე პირველი ტაიმი ტურნირის მასპინძლებმა 13-12 მოიგეს. შესვენების შემდეგ ფრანგების უპირატესობა გაიზარდა, მაგრამ კრიტიკული იყო 36-ე წუთი, როდესაც ალისონ პინომ შვიდმეტრიანიდან სხვაობა სამამდე გაზარდა (16-13), მაგრამ წითელი ბარათი მიიღო იმის გამო, რომ რუსების მეკარე სედოიკინას ბურთი თავში მოარტყა. 

რუსებმა შეამცირეს სხვაობა, 16-17, 43-ე წუთი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ფრანგებმა მოახერხეს მეტოქის გამოკვეთილი ლიდერის, ანა ვიახირევას შეჩერება. ვიახირევამ ფინალში თამაშიდან სულ 2 გოლი გაიტანა, თუმცა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სრულიად დამსახურებლად დასახელდა – მან 8 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 41 საგოლე პასი შეასრულა.

ფინალში ფრანგების საუკეთესო მოთამაშე იყო ალექსანდრა ლაკრაბერი, რომელმაც ყველა კრიტიკულ სიტაციაში უწინამძღოლა გუნდს და ყველაზე მეტი, 6  გოლიც გაიტანა. სწორედ ლაკრაბერმა დასვა წერტილი  57-ე წუთზე – ეს იყო მატჩის ბოლო გოლი, რომლის შემდეგაც ანგარიში 24-21 გახდა და საფრანგეთის ნაკრებმა ტიტულთან ერთად ტოკიოს ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ჰოლანდიამ 24-20 დაამარცხა რუმინეთი.

2017 წლის შემდეგ  ეს იყო ევროპის მეორე ჩეპიონატი, რომელიც აჩვენა ტელეკომპანია სილკმა. ახლა ჯერი მსოფლიო პირველობაზეა – 2019 წლის 10-27 იანვარს იგივე კომპანია, პირველად ქართულ ტელესივრცეში, აჩვენებს კაცების მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც იმართება დანიასა და გერმანიაში.  

ხელბურთი.  ევროპის ჩემპიონატი 2018. ქალები. საფრანგეთი, 29 ნოე-16 დეკ

პარიზი. 16 დეკემბერი, ფინალი. აკორ-ჰოტელს არენა, 14 000 მაყურებელი

რუსეთი – საფრანგეთი  21-24

https://www.youtube.com/watch?v=K6TBUUC-g04

რუს: სედოიკინა 10/33, ტრუსოვა 0/1 – ვიახირევა 7 (5-7მ), დმიტრიევა 5, სენი 3, კუზნეცოვა 2, სამოხინა 1,  მაკეევა 1, მანაგაროვა 1, პეტროვა 1, სუდაკოვა, კოჩეტოვა, მალაშენკო, სნოპოვა, ფროლოვა, სკორობოგატჩენკო

საფ: ლენო 8/21, გლოზერი 4/11 – ლაკრაბერი 6 (2-7მ), ნზემინკო 4, პინო 2 (2-7მ), ეგლონი 2, ზაადი 2, კანორი 2,  უეტი 2, ედვიჟი 2, ნიომბლა 1, კოატანეა 1, ფლიპი, დემბელე, ნგუანი, ფოპა 

მსაჯები: კრისტიანსენი, ჰანსენი (დან)

მესამე ადგილისთვის. რუმინეთი – ჰოლანდია 20-24

ელისეი 6, დედუ 10/23 – პოლმანი 7, ხროტი 5, ვესტერი 14/34

https://www.youtube.com/watch?v=-Au3ZdoOnXU

All Star Team: GK ამანდინ ლენო, საფ – LW მაიდა მეჰმედოვიჩი, მნტ – LB ნოემი ჰაფრა, უნგ – CB სტინე ოფტედალი, ნორ – RB ალისია შტოლე, გერ – RW კარმენ მარტინი, ესპ – P კრინა-ელენა პინტეა, რუმ – საუკეთესო მცველი კელი დულფერი, ჰოლ – MVP ანა ვიახირევა, რუს – ბომბარდირი: კატარინა კრპეჟ-შლეზაკი, სრბ 50 გოლი – https://www.youtube.com/watch?v=3cCcsRPxbf8

სტატისტიკა: გოლები: 50 კრპეჟი სრბ, 45 ბუჩესკი რუმ; 44 ნიაგუ რუმ – თამაშიდან: 38 ნზემინკო საფ, 37 ნიაგუ, 34 პოლმანი ჰოლ, 33 პინტეა რუმ, 30 დმიტრიევა რუს – პასები: 41 ვიახირევა რუს, 39 რაიჩევიჩი მნტ, 33 ოფტედალი, ნორ – გოლი+პასი: 84 ვიახირევა 43+41 რუს67 ნიაგუ, 66 ოფტედალი – ბლოკშოტები: 10 პერიანუ, რუმ; სენი რუს – მეკარეები: სულბერგი ნორ 45/112=40%, გლოზერი საფ, ლენო საფ, ლუნდე ნორ 36%; მოგერიებული ბურთები: 68 იდენი შვდ, 61 სედოიკინა რუს, 60 ლენო – შვიდმეტრიანები: 9 კიში უნგ, სედოიკინა,  8 დედუ რუმ 

კლასიფიკაცია: 1. საფრანგეთი 2. რუსეთი 3. ჰოლანდია 4. რუმინეთი – 5. ნორვეგია 6. შვედეთი – 7. უნგრეთი 8. დანია 9. მონტენეგრო 10. გერმანია 11. სერბეთი 12. ესპანეთი – 13. სლოვენია 14. პოლონეთი 15. ჩეხეთი 16. ხორვატია – საფრანგეთმა მოიპოვა 2020 წლის ოლიმპიადის საგზური – რუსეთმა და ჰოლანდიამ გაინაღდეს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაში – რუსეთმა, ჰოლანდიამ და რუმინეთმა მოიპოვეს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები (საფრანგეთს, როგორც მსოფლიო ჩემპიონს ეს უფლება ჰქონდა). ევროპის დანარჩენი 9 საგზური გამოვლინდება წყვილებში: ბელარუსი-ნორვეგია, ხორვატია-გერმანია, დანია-შვეიცარია, შვედეთი-სლოვაკეთი, სერბეთი-პოლონეთი, ჩეხეთი-მონტენეგრო, მაკედონია-სლოვენია, ავსტრია-უნგრეთი, ესპანეთი-ისლანდია

Leave a Reply