ევროპის ჩემპიონატი თელავში | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მესამე მატჩი დიდ ბრიტანეთთან გამართა

ერთდღიანი შესვენების შემდეგ თელავში განახლდა ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე გოგონათა შორის. საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან გამართა და 28:31 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემდგენლობაში ყველაზე შედეგიანი დიანა არაბიძე იყო, რომელმაც 12 ბურთი გაიტანა და მატჩის შემდეგ მასპინძელთაგან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მას სპეციალური პროზო ძიუდოისტმა მიხეილ ბახბახაშვილმა გადასცა. ჩვენი გუნდის მეკარეს, ანანო გაწერელიას 11 მოგერიება ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ანანო გაწერელია (11 მოგერიება), ნატალი საბაშვილი (1 მოგერიება); დიანა არაბიძე (12 გოლი), მარიამ ლაფერაძე (4), მარიამ ოდიკაძე (3), გვანცა რურუა (2), ანა კოვზირიძე (2), ლიზი ქაჯაია (2), ნატალი გაზაშვილი (1), ლიზი კვეშელავა (1), ლიზი ჯანდიერი (1), ნინო ქებურია, მარიამ ქათამაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, ანასტასია ესართია.

საქართველოს ნაკრები ქვეჯგუფის ბოლო მატჩს 16 ივლისს კოსოვოს ნაკრებთან გამართავს.

სათამაშო დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ლუქსემბურგი – ბელგია 28:34

ბულგარეთი – იტალია 30:40

უკრაინა – ისრაელი 29:21

სლოვაკეთი – კოსოვო 26:22

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები:

ლუქსემბურგი – დიდი ბრიტანეთი

ბულგარეთი – ბელგია

უკრაინა – იტალია

საქართველო – კოსოვოსლოვაკეთი – ისრაელი

Leave a Reply