
ევროპის ჩემპიონატი თელავში | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა
თელავში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 19-წლამდე გოგონათა შორის. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი იტალიასთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 22:24 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების თამაშის დაწყებამდე ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც სპორტის სამინისტროსა და თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თელავის კულტურის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა „მართვემ“, ფოლკლორული ანსამბლებმა „შემოძახილმა“ და ვოკალურმა ჯგუფმა „ჩაკრულომ“, რომლებმაც მდიდარი კულტურული პროგრამა წარმოადგინეს.




რაც შეეხება იტალიასთან შეხვედრას, ქართველებიდან ყველაზე შედეგიანი თეკლა ძამუნაშვილი იყო, რომელმაც მეტოქეს 8 ბურთი გაუტანა. აღსანიშნავია მეკარის, ნატალი საბაშვილის კარგი თამაშიც, რომელსაც 7 მოგერიება დაუგროვდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ნატალი საბაშვილი (7 მოგერიება), ანანო გაწერელია (1 მოგერიება); თეკლა ძამუნაშვილი (8 გოლი), მარიამ ლაფერაძე (5), მარიამ ოდიკაძე (3), ლიზი ქაჯაია (3), გვანცა რურუა (2), ანა კოვზირიძე (1), ნატალი გაზაშვილი, ლიზი კვესელავა, ნინო ქებურია, მარიამ ქათამაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, ლიზი ჯანდიერი, ანასტასია ესართია, დიანა არაბიძე.
ქართველი ხელბურთელები მომდევნო მატჩს 13 ივლისს, 16:30 საათზე გამართავენ, მათი მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება.
13 ივლისი, 16:30 | ბელგია – საქართველო
15 ივლისი, 16:30 | საქართველო – დიდი ბრიტანეთი
16 ივლისი, 16:30 | საქართველო – კოსოვო
პირველი საშეჯიბრო დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
დიდი ბრიტანეთი – უკრაინა 28:32
ბელგია – სლოვაკეთი 28:34
ისრაელი – ლუქსემბურგი 21:33
კოსოვო – ბულგარეთი 31:21
13 ივლისის მატჩების განრიგი:
დიდი ბრიტანეთი – სლოვაკეთი
კოსოვო – უკრაინა
ისრაელი – ბელგია
იტალია – ლუქსემბურგი