ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილიყრა 15 მაისს გაიმართება – საქართველო მეოთხე კალათაშია

დასრულდა ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩვი ეტაპი და საქართველოს ნაკრებმა ევროპული ხელბურთის უდიდეს ფორუმზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ფინალური ეტაპის წილისყრა 15 მაისს დანიაში გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდებიან.

წილისყრამდე ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მონაწილე გუნდები კალათებში გადაანაწილა, საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში მოხვდა.

პირველი კალათა: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, გერმანია, უნგრეთი, სლოვენია;

მეორე კალათა: პორტუგალია, ნორვეგია, ისლანდია, ხორვატია, ესპანეთი, ფარერის კუნძულები;

მესამე კალათა: ავსტრია, ნიდერლანდები, მონტენეგრო, ჩეხეთი, პოლონეთი, ჩრდ. მაკედონია;

მეოთხე კალათა: სერებთი, საქართველო, შვეიცარია, რუმინეთი, უკრაინა, იტალია.

ფინალურ ეტაპზე გუნდები ექვს ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან, ორ-ორი საუკეთესო მომდევნო რაუნდში გავა, სადაც ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება და პირველ-მეორე ადგილოსნები ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, მესამეადგილოსნები კი მეხუთე პოზიციის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.

შეგახხსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2026 წლის 15 იანვრიდან 1-ელი თებერვლის ჩათვლით დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში გაიმართება.

Leave a Reply