ევროპის პირველობაზე 16-წლამდე გოგონათა ნაკრების მეტოქეები ვენაში გამოვლინდა

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები, ივნისის ბოლოს, გეტებორგში (შვედეთი) ევროპის პირველობაზე (29 ივნისი – 3 ივლისი) ითამაშებს.

ტრადიციულ ახალგაზრდულ ტურნირზე კონტინენტის 20 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. კენჭისყრის შედეგად, რომელსაც ვენამ უმასპინძლა, გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები მეხუთე კალათაში იყო და B ჯგუფში ითამაშებს. საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებს მეტოქეებად ერგო ნიდერლანდები, სერბეთი, ფარერები და 2022 წლის გათამაშების ჩემპიონი ესპანეთი.

თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები უმთავრესი ჯილდოსკენ მიმავალ გზაზე მეოთხედფინალში იასპარეზებს, ხოლო ის გუნდები, რომლებიც ჯგუფიდან ვერ გავლენ, უკეთესი ადგილისთვის წრიულ ფორმატში გააგრძელებენ თამაშს.

Leave a Reply