
ლეგიონერებისაერთაშირისო ტურნირებისიახლეები
ევროპის ლიგა ხელბურთში | გიორგი ცხოვრებაძის დუბლი ტატაბანიასთან
ევროპის ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ცხოვრებაძის „გუმერსბახმა“ საკუთარ მოედანზე უნგრულ „ტატაბანიას“ უმასპინძლა და 33:27 დაამარცხა.
ეს გუნდები რამდენიმე დღის წინ უნგრეთში შეხვდნენ ერთმანეთს და გამარჯვება მაშინაც გერმანელებს დარჩათ – 44:29. უნგრეთში გამართულ შეხვედრაში გიორგიმ სამი გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს უგოლოდ არც ამჯერად დაუტოვებია მოედანი და უნგრელთა კარში თავი დუბლით გამოიჩინა.
ხუთი ტურის შემდეგ „გუმერბახი“ 6 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო მატჩს გერმანული კლუბი ჯგუფის ლიდერ „ფლენსბურგთან“ სტუმრად გამართავს.
ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მეოთხედფინალში გაარძელებს ბრძოლას, მეორე-მესამეადგილოსნები კი მერვედფინალში ითამაშებენ.