ევროპა ლიგის დასკვნით ტურში “ოსტროვიას” რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მირიან გავაშელიშვილი
მირიან გავაშელიშვილმა და „ოსტროვიამ“ ევროპა ლიგაზე მოგზაურობა დაასრულეს. ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრა პოლონურმა კლუბმა სტუმრად, შვეიცარიის „ბერნთან“ ჩაატარა. მატჩს ინტრიგას სძენდა ის, თუ ვინ დაიკავებდა B ჯგუფში მესამე ადგილს. სხვა შემთხვევაში კი ორივე გუნდისთვის ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონი დასრულებული იყო.
ამ გუნდებს შორის პირველ დაპირისპირებაში „ოსტროვიამ“ ოთხი ბურთის სხვაობით – 32-28 გაიმარჯვა. ასე რომ, შვეიცარიელებს მესამე ადგილისთვის ხუთბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდათ. „ბერნმა“ მისია ვერ შეასრულა. შეხვედრა 28-28 დასრულდა.
ძირითადიდან არ დაუწყია თამაში პოლონელთა ქართველ ლეგიონერს, მაგრამ შემდგომში საკმარისად დაიტვირთა და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. გავაშელიშვილმა ოთხი ბურთი გაიტანა. კარგი იყო დაცვაშიც.
„ოსტროვია“ ევროთასების საგზურის მოპოვებას კვლავაც შეეცდება. ამისთვის კი პოლონეთის ლიგაში წარმატებული სვლის გაგრძელებაა.
გავაშელიშვილის გუნდი 5 დეკემბერს გდანსკის „ვიბრზეზეს“ უმასპინძლებს.