დაძაბული მატჩი ლიეტუვასთან

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ასპარეზობს, სამწუხაროდ 35-27 დამარცხდა ლიეტუვასთან.

მთელი თამაში დაძაბული გამოდგა და ამას დაემატა ისიც, რომ თამაშის დაწყებიდან 6-ე წუთზე გააძევეს ერეკლე არსენაშვილი, რომელიც დიდი ძალაა შეტევასა და დაცვაში. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ოთხბურთიანი სხვაობით წააგო, თუმცა მეორე ტაიმში კალანდაძისა და დიხამინჯიას წყალობით რამდენჯერმე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ წინ გასვლა ვერ მოახერხა. უნდა აღინიშნოს ლიეტუველთა მეკარე, რომელმაც დარტყმული ბურთების 37% მოიგერია (38 დარტყმა, 14 სეივი) და ლიეტუველთა მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშე გერდას ბაბარსკასი (11 გოლი). საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესოდ კვლავ ზურაბ ცინცაძე დასახელდა, რომელმაც მრავალი მნიშვნელოვანი სეივი განახორციელა მატჩის განმავლობაში. ასევე უნდა გამოვყოთ გიორგი დიხამინჯია და ნიკოლოზ კალანდაძე (7-7 გოლით), გიორგი ცხოვრებაძე (6 გოლი) და ირაკლი კბილაშვილი (3 გოლი).

ამ წაგების მიუხედავად საქართველოს ეროვნული ნაკრები დარჩა მესამე ადგილზე და ინარჩუნებს ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 აპრილს შვეიცარიის წინააღმდეგ თბილისში 18:00 საათზე გამართავს, რომელიც დიდი ალბათობით გადაწყვიტავს ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელთა ვინაობას.

#heretoplay#ehfeuro

Leave a Reply