დასავლეთის უპირატესობით…
საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე შესვენება გამოცხადდა. დღეს ფოთმა 21-18 მოუგო ქარიხალას და 23 ქულით ლიდერობს. 20 ქულა აქვს აჭარის გუნდს, რომელმაც 21-16 მოუგო ყვარელს. შემდეგ მოდიან ქარიშხალა, სამტრედია (15-15) და ყვარელი.
ფოთისა და ქარიშხალას მატჩი თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. ქარიშხალამ მეორე ტაიმში რამდენჯერმე შეამცირა სხვაობა მინიმუმამდე, მაგრამ ოქრო ვერძმა გამარჯვება შეინარჩუნა და ჯერჯერობით დამარცხებელია – 11 მოგება და 1 ფრე. ერთადერთი ქულა ფოთელებმა სამტრედიის გუნდთან დაკარგეს.
თბილისის ტური კი დასავლეთი საქართველოს გუნდების უპირატესობით წარიმართა მათ 14 მატჩი მოიგეს და 6 წააგეს. ყველა, 4-4 თამაში მოიგეს ფოთმა და აჭარამ, 3 – სამტრედიამ.
შეჯიბრება 2019 წელს გაგრძელდება, ჩემპიონი კი გამოვლინდება სამწრიანი ტურნირის, ანუ 24-24 მატჩის შემდეგ. 29 ნოემბერს სპორტკომპლექს არენაში იწყება ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ტური აღმოსავლეთის ოთხეულის (ქარიხალა, მამული, პეგასი, ყვარელი) მონაწილებით.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19
გოგონები, 17 წლამდე
25 ნოემბერი, არენა 2
ყვარელი – აჭარა 16-21
წყალტუბო – პეგასი 13-21
ბათუმი – მამული 19-14
ფოთი – ქარიშხალა 21-18
მამული – აჭარა 12-25
მსაჯები: თ. ქიტესაშვილი, ლ. მამულაშვილი, ზ. ცინცაძე
—————–თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ
ფოთი———12–11—1—0–215-145–23
აჭარა———-12–10—0—2–250-172–20
ქარიშხალა—11—7—1—3–263-223–15
სამტრედია—12—7—1—4–206-167–15
ყვარელი——11—6—1—4–196-166–13
პეგასი———11—4—0—7–201-199—8
ბათუმი——-12—3—1—8–150-200—7
წყალტუბო—12—1–1–10–136-237—3
მამული——-11—0–0–11–160-268—0