გოგონათა ხელბურთში მატებაა

სენაკში დაიწყო საქართველოს პირველობა უმცროსი ასაკის, 2004-05 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის. აქ შეიკრიბა 6 გუნდი, აღმოსავლეთის ექვსეულს კი პირველი მატჩები 3 ნოემბერს ექნება თბილისში. 

გოგონები ჯერჯერობით მაქსიმუმ 14 წლისანი არიან და მათი უმეტესობისთვის ეს პირველი შეჯიბრება იყო. ანგარიშებიც შესაბამისია, მითუმეტეს რომ ისინი 10-წუთიან ტაიმებს თამაშობენ. ეს გოგონების მეოთხე თაობაა, რომელიც ქალთა ხელბურთში ათწლიანი პაუზის შემდეგ მოვიდა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდები ჯერ ერთ წრედ ითამაშებენ ერთმანეთში, შემდეგ კი საერთო ტურიც ექნებათ.

პირველი მატჩების შემდეგ 3 მოგებით ლიდერობს სამტრედიის გუნდი (მწვ. ა. ხონელიძე, გ. ხელისუფალი), მათი ლიდერი, თამარ ბურკაძეც 14 წლისაა, მაგრამ უკვე საერთაშორისო გამოცდილებაც აქვს – შარშან უკვე ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე შვედეთში, ორი წლით უფროსებში.

პირველი დღის აღმოჩენა იყო ტყიბულის გუნდი, რომელმაც ფოთის ოქროს ვერძი და აჭარა დაამარცხა. ტყიბულში სახელბურთო ტრადიციები არსებობს, მაგრამ  ქალთა ხელბურთისთვის ეს ახალი კერაა. ქალაქში მშვენიერი დარბაზია და ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც იქ წინა სეზონში უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ტური გაიმართა. ვეტერანმა ტყიბულელმა ხელბურთელებმა, როინ მდივანმა და თენგიზ გვენეტაძემ ბავშვთა გუნდის შექმნა იკისრეს და პირობაც შეასრულეს. ტყიბულის გარდა, დებიუტანტია ბათუმის კლუბი, “შავი ზღვის ბიჭები”, სადაც გოგონათა გუნდები ამ სეზონში შეკრიბეს.

სენაკში ერთდერთი უსიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ წყალტუბოს გუნდს რამდენიმე ასაკით შეუსაბამო მოთამაშე აღმოაჩნდა, რისთვისაც სამივე მატჩში 0-6 წაგება ჩაეთვალა. პირველობა გაგრძელდება 3 ნოემბერს, სპორტკომპლექს არენაში – ტურნირში ერთვება ყვარლის, თელავის, გორისა და თბილისის სამი გუნდი.

ხელბურთი. საქართველოს პირველობა 2018-19

გოგონები, 15 წლამდე

31 ოქტომბერისენაკი
აჭარა – ტყიბული 2-9, სამტრედია – წყალტუბო 6-0, ფოთი – ბსბ ბათუმი 3-7, აჭარა – წყალტუბო 6-0, ფოთი – ტყიბული 5-11, სამტრედია – ბსბ ბათუმი 9-8, წყალტუბო – ფოთი 0-6, ტყიბული – სამტრედია 3-11

მსაჯები: შ. სტურუა-ზ. აბრამიშვილი, ი.ჭკუასელი-გ.გველესიანი

—————–თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ

სამტრედია—-3—3—0—0—26-11—6

ტყიბული—–3—2—0—1—23-18—4

ბათუმი——–2—1—0—1—15-12—2

აჭარა———–2—1—0—1—-8-9—-2

ფოთი———-3—1—0—2—14-18—2

წყალტუბო—-3—0—0—3—-0-18—0

აღმოსავლეთი (მამული, ქარიშხალა, პეგასი, ყვარელი, თელავი, გორი) – პირველი სათამაშო დღეა 3 სექტემბერი

Leave a Reply