გოგონათა ჩემპიონატი არენაში გრძელდება
უფროსი ასაკის, 17-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატზე აჭარამ დაამარცხა მამული 32-15, ყვარელმა – სამტრედია 18-12, ქარიშხალამ – წყალტუბო 29-15, პეგასმა – ბათუმი 23-11.
დღეს სპორტკომპლექს არენაში აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური დაიწყო, რომელიც 27 მარტამდე გასტანს. ხვალ საქმეში ჩაერთვება მეცხრე გუნდიც – ლიდერი, ფოთის ოქრო ვერძი.
7 აპრილს დასავლეთის გუნდები სენაკში ითამაშებენ, ჩემპიონატს კი 4-8 მაისს, თბილისში, დაასრულებს მესამე წრის საერთო ტური. ამ ასაკის 2002-03 წელში დაბადებულ გოგონებს 2019 წლის აგვისტოში თანატოლთა ევროპის ჩემპიონატი უწევთ თბილისში.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური. 23-27 მარტი, არენა 2
23 მარტი
აჭარა – მამული 32-15
ყვარელი – სამტრედია 18-12
ქარიშხალა – წყალტუბო 29-15
BSB ბათუმი – პეგასი 11-23
მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი
—————-თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ
ფოთი———14–13—1—0–259-171–27
აჭარა———-15–13—0—2–330-205–26
ქარიშხალა—15–11—1—3–377-301–23
ყვარელი——15—8—2—5–285-249–18
სამტრედია—15—8—1—6–247-218–17
პეგასი———15—6—1—8–285-272–13
ბათუმი——-15—3—1–11–182-262—7
წყალტუბო—15—1—1–13–171-312—3
მამული——-15—0—0–15–238-384—0
24 მარტი
13:00 წყალტუბო – მამული
14:00 პეგასი – სამტრედია
15:00 ფოთი – ყვარელი
16:00 სამტრედია – მამული
17:00 ქარიშხალა – აჭარა
დასავლეთის ტური. 7 აპრილი სენაკი
საერთო ტური. 4-8 მაისი, თბილისი