გოგონათა ნაკრებმა მზადება განაახლა
ურეკში, სეზონის პირველ საწვრთნელ შეკრებაზე მიემგზავრება ხელბურთელ გოგონათა ნაკრები, რომელსაც წინ ორი უმნიშვნლოვანესი შეჯიბრება ელის.
პანდემიის გამო გოგონებს გაუცდათ წლის მთავარი ტურნირი, 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი შვედეთში, მაგრამ 2020 წელს უკვე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, 2022 წელს კი 18-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი აქვთ. ორივე ეს შეჯიბრება საქართველოში გამართება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც 32 უძლირესი გუნდი ითამაშებს. შეჯიბრება 2022 წლის აგვისტოშია დანიშნული და მას თბილისისა და ბათუმის 4 არენა უმასპინძლებს.
ამ ორ ტურნირში გამოსვლა უწევს ხელბურთელ გოგონათა ახალ, 2004-05 წლებში დაბადებულთა თაობას. ურეკში შეკრებაზე იქნება საქართველოს 9 სხვადასხვა ქალაქის 11 კლუბის 26 ხელბურთელი. გოგონები პირველად 2019 წლის იანვარში შეიკრიბნენ და ახალი შემადგენლობა მაშინდელისგან განსხვავდება – ნაკრებში სერიოზული კონკურენციაა და კანდიდატად 50-მდე სპორტსმენი ითვლება. საკმაოდ წარმომადგენლობითა სამწვრთნელო სტაფიც.
ურეკში წვრთნა 21 აგვიტომდე გასტანს. ამის შემდეგ გოგონები თავ-თავიანთ კლუბებში ითამაშებენ ქვიშის ხელბურთის ეროვნული ტურის მატჩებს და სექტემბრიდან, წესით ვარჯიში დარბაზში უნდა განაახლონ.
ხელბურთი. 17წ. გოგონათა ნაკრები. საწვრთნელი შეკრება ურეკში. 8-21 აგვისტო
მეკარეები: ნათია ამონაშვილი (ყვარელი), თინა სილაგაძე, ანა კინწურაშვილი (წყალტუბო), ელენე ახვლედიანი (პეგასი)
მოთამაშეები: თამარ ბურკაძე, თეკლა ცირეკიძე (სამტრედია),ანა სურამლიშვილი, მარიამ სმოიანი, მარიამ თავღორაშვილი (ყვარელი), ლიზი რობაქიძე (ტყიბული), ელენე ბერიკაშვილი, მარიამ ქობალია (მამული), ნინო საბაშვილი, ელენე სვანიძე (პეგასი), ანა კობახია, ნინო დარჩია (ფოთი), ნინო მჟავანაძე, ლანა აბაშიძე (ბათუმი), ია ჩხაიძე, ნინო კირვალიძე, ლიზი კაკაბაძე (ქარიშხალა), ლიზი ედიშერაშვილი, ქეთი თეთვაძე (გორი), თეკლა ძამუნაშვილი, სალომე ძამუნაშვილი, ლიზი ჯანდიერი (თელავი)
მთავარი მწვრთნელი: ინა ჭკუასელი, მწვრთნელები: ქრისტინე ჯავახია, თინათინ ქიტესაშვილი, ალექსანდრე ხონელიძე, შალვა სტურუა; ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი; მენეჯერი: ლანა მარგიანი