გოგონათა ნაკრები ორი ჩემპიონატისთვის ემზადება

ჭაბუკთა ნაკრების გეტებორგში გამოსვლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი უწევთ გოგონათა ხელბურთის ნაკრებებს. 15-21 ივლისს კლაიპედაში გაიმართება ევროპის 19-წლამდელთა პირველობა, ხოლო 3-11 აგვისტოს, ჩვიდმეტწლამდელთა ტურნირს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. 

ამჟამად გუნდი გლდანის ხელბურთის აკადემიაში ემზადება. მწვრთნელების განკარგულებაში 24 ახალგაზრდა ხელბურთელია. მათგან მხოლოდ რამდენიმეა უფროსი ასაკის, ამიტომაც, მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, კლაიპედაში, უფროსებთან ერთად, გაემგზავრება 17-წლამდელთა ნაკრების ძირითადი ბირთვი, რითაც თბილისის ტურნირისთვის რეპეტიციას გაივლის.

გოგონათა ნაკრებმა უკვე გაიარა მზადების სერიოზული კურსი საქართველო-აზერბაიჯანის ჩემპიონატში მონაწილეობით, სადაც სერიოზული გამოცდილება მიიღო ასაკით უფროს მოწინააღმდეგეებთან მატჩებში.

მწვრთნელთა ჯგუფში არიან გელა ჟვანია, ინა ჭკუასელი, გუნდის უფროსი ლანა მარგიანი და ეროვნული ნაკრების მეკარე გიგა ტორონჯაძე, რომელსაც დებიუტი აქვს ახალ ამპლუაში. 24-30 ივნისს ნაკრებმა ერთკვირიანი კემპი გაიარა უცხოელ მწვრთნელებთან, დამირ სტოიანოვიჩთან, მარკო შეშუმთან და ვასილის ანასტასელოსთან. ამ პერიოდში გუნდთან ერთად ვარჯიშობდა ქალთა ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრიც – მედეა ჩოხელი, ქეთი კუნელაშვილი, თინათინ  ქიტესაშვილი და ქეთევან ვენეცკი, რომელმაც ევროტურნირებზე მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა.

მწვრთნელები ამ კვირაში დაასახელებენ შემადგენლობას კლაიპედას ტურნირისთვის, რომლის დასრულების შემდეგ ნაკრები მცირე ხნით დაისვენებს და სეზონის უმთავრესი ტურნირისთვის მზადების ბოლო ეტაპს დაიწყეს.

კლაიპედაში 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან მაკედონია, ლიტვა და შვეიცარია, ხოლო თბილისში – ლიტვა, ფინეთი, ლატვია და შვეიცარია.  

ხელბურთი. საქართველოს გოგონათა ნაკრები. 19 წ, 17 წ

GK: მარიამ ჩავჩიძე (2001, წყალტუბო), დიანა ქარჩავა (2002, აჭარა), ნატო კოპალეიშვილი (2002, სამტრედია),

ხატია ჯიქურაშვილი (2003, პეგასი)

LW: ქეთი იაშვილი (2000, მამული),  ნინო კომახიძე (2002, აჭარა), ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა)

RW, RB: ლანა გოგია (2002, ფოთი), ნინო გაგნიძე (2002, პეგასი), ციცინო ბჟალავა (2003, ფოთი)

P: ნინო სურგულაძე (2000, ფოთი), მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა), ნინო საბაშვილი (2004, პეგასი)

LB, CB: ანა ქებაძე (2000, პეგასი), ნინო მაჭარაშვილი (2001, მამული), ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი), ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი), ქეთევან ცინცაძე (2002, ქარიშხალა), მარიამ ცინცაძე (2002, ქარიშხალა), ხატია ქამაშიძე (2002, აჭარა), ანა კორძაია (2003, პეგასი), ნათია ნეფარიძე (2003, პეგასი), თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია), ანა სურამლიშვილი (2004, ყვარელი)

მწვრთნელები: გელა ჟვანია, ინა ჭკუასელი, გიგა ტორონჯაძე, ლანა მარგიანი

ევროპის ჩემპიონატი 2019

ქალები 19 წ. კლაიპედა, ლიტვა. 15-21 ივლისი

A ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, ფარერები, კოსოვო

B ჯგუფი: ლიტვა, მაკედონია, შვეიცარია, საქართველო

15 ივლისი. მაკედონია – საქართველო, 16 ივლისი. საქართველო – ლიტვა

18 ივლისი. შვეიცარია – საქართველო. 20 ივლისი: ნახევარფინალი, 21 ივლისი: ფინალი

ქალები 17 წ. თბილისის სპორტის სასახლე. 3-11 აგვისტო

A ჯგუფი: სერბეთი, ბულგარეთი, უკრაინა, ფარერები, საბერძნეთი

B ჯგუფი: ლიტვა, ფინეთი, შვეიცარია, საქართველო, ლატვია

3 აგვისტო: ლიტვა – საქართველო, 4 აგვისტო: საქართველო – ფინეთი

5 აგვისტო: საქართველო – ლატვია, 8 აგვისტო: შვეიცარია – საქართველო

10 აგვისტო: ნახევარფინალი, 11 აგვისტო, ფინალი

Leave a Reply