გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

ჩვიდმეტწლამდელ ხელბურთელ გოგონათა ნაკრები 12 აგვისტოს მიემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე კლაიპედაში, ლიტვა. 14 აგვისტოს პირველი მატჩი გვაქვს თურქეთთან.

ამ ასაკობრივ კატეგორიაში 16 უძლიერესი გუნდის ტურნირი უკვე დაიწყო სლოვაკეთში, ხოლო მეორე დონეზე ორი შეჯიბრება იმართება. მათ შორის ერთი, მაკედონიაში მოიგო სლოვენიის ნაკრებმა და 2019 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესთა ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა. ამავე მიზნისთვის იბრძლებს კლაიპედაში მოთამაშე 10 ქვეყნის ნაკრები. ჯგუფური ტურნირის შემდეგ, 20 აგვისტოს, ჯგუფებში ერთსა და იმავე ადგილზე გასული გუნდები იბრძოლებენ ფინალებში, ყველა ადგილის საბოლოოდ გასანაწილებლად. 

გოგონათა ნაკრების ამ თაობისთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირია. გუნდმა ნაყოფიერი მზადება გაიარა, ჰქონდა ორი უცხოური ტურნე და რამდენიმე საერთაშორისო მატჩი. სამწუხაროდ, ტრავმების გამო გვაკლია 4 მოთამაშე – ელენე ჯავახიშვილი, ნინო გაგნიძე, ნინო ჯიშკარიანი და ანა დოლიძე.  კლაიპედაში ვერც მთავარი მწვრთნელი, დარეჯან გეფერიძე მიემგზავრება. გუნდს უხელმძღვანელებენ გელა ჟვანია და ინა ჭკუასელი, მათთან ერთდ კი იქნება ქალთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, გიორგი გვაზავა.

ევროპის ჩემპიონატი 2017. 17წ, ქალები 

ჩემპიონატი ლიტვაში (კლაიპედა), 14-20 აგვისტო

A ჯგუფი: პორტუგალია, ბელარუსი, თურქეთი, იტალია, საქართველო

B ჯგუფი: უკრაინა, ლიტვა, ფინეთი, ლატვია, ბრიტანეთი

14 აგვისტო: თურქეთი-საქართველო, 15 აგვისტო: საქართველო-პორტუგალია, 16 აგვისტო: იტალია-საქართველო, 18 აგვისტო: ბელარუსი-საქართველო, 20 აგვისტო: ფინალები

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: მარიამ ჩავჩიძე (წყალტუბო), ხატია ჯიქურაშვილი (პეგასი) – მოთამაშეები: ნინო სურგულაძე, ნენო ჯგერენაია, მარიამ გვათუა, ლანა გოგია, ციცინო ბჟალავა (ფოთი),  ანა ქებაძე, ელისაბედ ჩხაიძე (პეგასი), ნინო შახულოვი, ქეთი იაშვილი (მამული),  ანა ჩხაიძე, ქეთევან კერესელიძე, მარიამ ცინცაძე, ჟუჟუნა ხმელაძე (ქარიშხალა), ჯულია ჩირგაძე (წყალტუბო)

მწვრთნელები გელა ჟვანია, ინა ჭკუასელი, მენეჯერი გიორგი გვაზავა, გუნდის ლიდერი ლანა მარგიანი

ჩემპიონატი მაკედონიაში (სკოპიე)31ივლისი8 აგვისტო:  1. სლოვენია – 2. პოლონეთი 3. ბულგარეთი 4. მაკედონია, 5. შვეიცარია 6. ისლანდია 7. ფარერები 8. კოსოვო 9. ისრაელი 10. საბერძნეთი

უძლიერესი 16, 10-20 აგვისტოსლოვაკეთი (მიჰალოვცე): რუსეთი, დანია, ნორვეგია საფრანგეთი, შვედეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, რუმინეთი, გერმანია, ხორვატია, სერბეთი, ავსტრია, მონტენეგრო, სლოვაკეთი, ჩეხეთი 

ევროპის ჩემპიონატი 2017. 19 წ, ქალები.  27 ივლისი – 6 აგვისტო. სლოვენიაში – 1. საფრანგეთი 2. რუსეთი 3. დანია 4. უნგრეთი  5. გერმანია 6. ჰოლანდია 7. ნორვეგია 8. მონტენეგრო 9. რუმინეთი 10. შვედეთი 11. ესპანეთი 12. სლოვენია 13. ხორვატია 14. პორტუგალია 15. სერბია 16. მაკედონია

 

Leave a Reply