გოგონათა ნაკრების ორი მოგება სომხეთთან
ევროპის ხელბურთის ფედერაციაში გაიმართა წილისყრა IHF/EHF ქალთა თასისთვის, რომელიც 8-13 მარტს იმართება თბილისის ახალ სპორტის სასახლეში. საქართველოს გოგონათა ნაკრები ჯგუფში ითამაშებს კვიპროსის, ლატვიისა და ალბანეთის წინააღმდეგ, ხოლო ტურნირისთვის მზადების პროგრამით ჩვენმა გუნდმა ორჯერ დაამარცხა სომხეთის თანატოლთა გუნდი.
სომხეთის ნაკრები მეორე ჯგუფშია ფარერის კუნძულებთან, ბელგიასთან და ესტონეთთან ერთდ. ესტონეთის ნაკრებმა ბოლო მომენტში შეცვალა მალტის ქალთა გუნდი, რითც ტურნირის შემადგენლობა გაძლიერდა. ჯგუფური ეტაპის მატჩები 8, 9 და 10 მარტსაა. ორ-ორი საუკეთესო გადის ნახევარფინალში, რომელიც 12 მარტსაა. ევროპული ტურნირის ჩემპიონის ვინაობა 13 მარტს გახდება ცნობილი და ის 2017 წელს ითამაშებს ინტერკონტინენტალურ, მსოფლიო თასზე, სადაც რეგიონულ კონფედერაციებს შორის გამარჯვებულები გამოვლენ.
ტურნირს მსოფლიოსა და ევროპის ხელბურთის ფედერაციები 2011 წლიდან ატარებენ განვითარებად ქვეყნებს შორის. ეს შეჯიბრება რიგით მეოთხეა. წინა სამ ტყურნირზე ეროვნული ნაკრებები თამაშობდნენ, ახლა კი ასაკობრივი კატეგორიაა 1997 წელს და გვიან დაბადებულები.
საქართველოს გოგონათა ნაკრები (მთ. მწვრთნელი გიორგი გვაზავა, მწვრთნელები: ოლექსანდრ გურსკი, ინა ჭკუასელი, ამირან კომახიძე, მამია ტუღუში, ლანა მარგიანი) კარგა ხანია, ამ ტურნირისთვის ემზადება. გუნდმა ამასწინათ გაიმარჯვა ისრაელში გამართულ ტურნეზე, სადაც ამ ქვეყნის ოცწლამდელთა ნაკრებს ეთამაშა (32-29, 30-30, 26-24), 14 თებერვალს კი თბილისს ეწვია მომავალი ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე, სომხეთის გოგონათა ნაკრები.
პირველი მატჩი შეკვეცილი იყო და გუნდებმა სულ ერთი ტაიმი ითმაშეს, რადგანაც სომხები ახალი ნამგზავრები იყვნენ, ორშაბათს კი სრულფასოვანი სპარინგი შედგა. ორივე მატჩი მოიგო საქართველოს ნაკრებმა, 13-7 და 29-13, თან გუნდს აკლდა ორი წამყვანი მოთამაშე – კუნელაშვილი და გადელია, ისინი ტრავმებს იშუშებენ.
სომხეთის ნაკრები სამშაბათს მესამე მატჩს სამშაბათს, გლდანში, თბილისის „მამულთან“ გამართავს, ქართველი გოგონები კი ტურნირისთვის მზადებას გეგმის მიხედვით განაგრძობენ.
ხელბურთი, ამხანაგური მატჩები. ქალები, 19წ.
14, 15 თებერვალი, თბილისი, არენა.
საქართველო – სომხეთი 13-7, 29-13
საქ: ვარდიშვილი, ჩაჩუა, ჯავახია, ყაველაშვილი – ჩოხელი (3+5), ჩოგოვაძე (3+8), ყველაშვილი (2+9), ვენეცკი (2+1), ქიტესაშვილი (2+1), ღვალაძე (1+4), ჯავახაძე (0+1), ბერიძე, ჩირგაძე, გაგნიძე, ჩხაიძე
სომ: სარგსიანი, აირაპეტიანი – მელიქიანი (4+1), ესაიანი (1+7), მურადიანი (1+1), ჯანიკიანი (1+0), ღაზარიანი (0+1), დემირხანიანი (0+1), ბიძიანი (0+1), ბადალიანი, (0+1), აკოფიანი, გურჯინიანი, გაპოიანი, ბაბაიანი
8-13 მარტი, თბილისი, ახალი სპორტის სასახლე. IHF/EHF ქალთა თასი, 19წ
A ჯგუფი: კვიპროსი, ლატვია, საქართველო, ალბანეთი
8 მარტი. 14:00 ფარერები-ესტონეთი, 20:00 ბელგია-სომხეთი
9 მარტი. 16:00 სომხეთი-ფარერები, 20:00 ესტონეთი-ბელგია
10 მარტი. 16:00 ესტონეთი-სომხეთი, 20:00 ფარერები-ბელგია
B ჯგუფი:ფარერები, ბელგია, ესტონეთი, სომხეთი
8 მარტი. 16:00 ლატვია-ალბანეთი, 18:00 კვიპროსი-საქართველო
9 მარტი. 14:00 ალბანეთი-კვიპროსი, 18:00 საქართველო-ლატვია
10 მარტი. 14:00 კვიპროსი-ლატვია, 18:00 საქართველო-ალბანეთი
11 მარტი – დასვენების დღე
12 მარტი. ნახევარფინალები
13 მარტი. ფინალები