გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებები „კოსტა დორადას“ თასის გათამაშების მეორე დღეს წარმატებით შეუდგნენ
საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებები, ესპანეთში, „კოსტა დორადას“ თასის გათამაშების მეორე დღეს წარმატებით შეუდგნენ.
გოგონებმა დიდი ანგარიშით – 27:11 დაამარცხეს კასტელდეფელსის გუნდი, ასევე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ჭაბუკთა ნაკრებმაც, რომელმაც „ესკოლაპიოს“ 26-13 მოუგო.
დღესვე საქართველოს 16-წლამდელები კიდევ თითო მატჩს ჩაატარებენ. გოგონები „სანტ ბოის“ დაუპირისპირდებიან, ჭაბუკები კი „ბარსელონას“.
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანეთის ხელბურთის ფედერაციის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ესპანეთში, „კოსტა დორადას“ თასზე საერთაშორისო გამოცდილებას იძენენ, რაც მეტად მნიშვნელოვანია მომავალი საერთაშორისო ტურნირებისთვის. ცნობისთვის, „კოსტა დორადას“ ტრადიციული ტურნირი, რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიად არის დაყოფილი. საქართველო წარმოდგენილია 16-წლამდელებში.