გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა

ტალანტების პროგრამის ფარგლებში 15 წლამდე გოგონათა ნაკრებმა თბილისში დაასრულა შეკრება, რომელშიც გამორჩეული გოგონები იღებდნენ მონაწილეობას. ამის შემდეგ ისინი ესპანეთის ქალაქ ბანიოლასში გაემგზავრნენ. ამ ქალაქის კლუბს აქვს დიდი სახელბურთო ტრადიციები, როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა გუნდებს შორის. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ მწვრთნელებს ვარჯიშებში დაეხმარებიან ადგილობრივი ქალაქის 5 და კატალონიის ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მწვრთნელები. ასევე არის დაგეგმილი შეხვედრა ბარსელონასა და გრანოლერსის მოთამაშეებთან, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ჩვენ გოგონებს. ამასთან ერთად გოგონები სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ ესპანელ თანატოლ გოგონებთან.

შეკრება ერთ-ერთი ნაწილია ტალანტების პროგრამის, რომლის ფარგლებში აგვისტოს თვეში საქართველოს ესპანელი მწვრთნელები ეწვევიან, გამართავენ ვარჯიშებს და მასტერკლასს ჩაუტარებენ ჩვენს ახალგაზრდა მწვრთნელებს.

თამაშების განრიგი:

25 ივნისი 17:00 ბანიოლასი – საქართველო
26 ივნისი 17:00 სარია – საქართველო
28 ივნისი 17:00 გარბი – საქართველო

გოგონათა ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
ნინო მუშკუდიანი (ფსოუ)
ლიზი კვესელავა (ოქროს ვერძი)
ანასტასია ლაგვილავა (აკადემია)
მართა ბარნაბაშვილი (ფსოუ)
ნია ჩიხრაძე (მართვე)
ანასტასია ესართია (აკადემია)
მარიამ ორმოცაძე (მართვე)
თეკლა ჩუბინიძე (აკადემია)
ლილე მაისურაძე (პრომეთე, წყალტუბო)
ქეთევან ბურნაძე (თელავი)
სესილი სალუქვაძე (ფსოუ)
ნინო ქებურია (ოქროს ვერძი)
ელისაბედი სიხარულიძე (სამტრედია)
ელენე არაბიძე (სამტრედია)
ანასტასია კუჭაშვილი (აკადემია)
ბარბარე ჩიჩუა (ფსოუ)


ნაკრების სპონსორია Leaderbet
ნაკრების პარტნიორია
კომპავა • Kompava
Silk Sport
Marnaveli • მარნაველი

Leave a Reply