გიორგი ცხოვრებაძის გოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო სამეულშია

4 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურში ხორვატიის მოქმედმა ჩემპიონმა „ზაგრებმა“ პოლონეთის მოქმედ ჩემპიონს „ორლენ ვისლა პლოცკს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და 26-34 დამარცხდა. ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც მეტოქეს 6 ბურთი გაუტანა და 2 შედეგიან გადაცემა შეასრულა…

მოგვიანებით გამოვლინდა მე-13 ტურის საუკეთესო გოლების ხუთეული (CHAMPIONS LEAGUE TOP GOALS ROUND 13), სადაც პირველი ადგილი ერგო გიორგი ცხოვრებაძის გოლს, ახლა კი როდესაც ჯგუფური ეტაპი დასრულებულია და A და B ჯგუფიდან დაწინაურებული გუნდები ფლეი ოფებს თამაშობენ, ქართველი ლეგიონერის ის გოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო სამეულში შეიყვანეს.

Leave a Reply