გიორგი ცხოვრებაძე Heide Cup-ის გამარჯვებულია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და VFL Gummersbach-ის მოთამაშე გიორგი ცხოვრებაძემ ახალ გუნდთან ერთად Heide Cup ითამაშა და პირველი ტიტული მოიგო.

მისმა გუნდმა ფინალში TSV Hannover-Burgdorf 28-25 დაამარცხა, ხოლო ცხოვრებაძემ ამ მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო. ტურნირში სამი გერმანული გუნდის VfL Gummersbach, TSV Hannover-Burgdof, HSV Hamburg-ის გარდა მონაწილეობას იღებდა Kadetten Schaffhausen (შვეიცარია), Skjern (დანია), Kristianstad (შვედეთი).

ტრუნირის შემდეგ გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდება და მზადებას 19 აგვისტოს გასამართი მატჩისთვის განაგრძობს, რომელშიც ფრანგულ პარისენჟერმენს უმასპინძლებს.

#georgianhandball#nationalteamplayer#GiorgiTskhovrebadze#Germany#liquimolyhbl#VfLGummersbach

საქართველოს ეროვნული ნაკრების სპონსორია Leaderbet

ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava

Leave a Reply