გიორგი ცხოვრებაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ბოსნიასთან თამაშს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები იანვარში რუმინეთში „კარპატების თასზე“ სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 3 იანვარს ქართველი ხელბურთელები სერბეთს შეხვდებიან, 4 იანვარს თურქეთს, ხოლო 5 იანვარს რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული ტურნირისთვის ქართველმა ხელბურთელებმა მზადება დაიწყეს. მომავალ შეხვედრებთან დაკავშირებით ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ცხოვრებაძეს ვესაუბრეთ.

იანვრის თამაშები

„რუმინეთში გასამართი მატჩები ჩვენთვის შესარჩევი შეხვედრებისთვის მოსამაზდებელი ეტაპია, ამ ტურნირის მოგება გვსურს. ამის მერე შესარჩევი თამაშები გვაქვს ბოსნიასთან და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. მთავარი ამოცანაა, რომ ბოსნიასთან თამაშებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ“.

ბოსნიის ნაკრებზე

„ბოსნიისთვის მოგებული გვაქვს, მაგრამ მაშინ სხვა გუნდი იყო, ახლა შემადგენლბა შეცვლილია, მწვრთნელიც ახალი ჰყავთ და საკმაოდ ძლიერი გუნდია, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიგოთ“.

პირველი ნაბიჯები ხელბურთში

„ხელბურთის თამაში 6-7 წლის ასაკში დავიწყე. 161-ე სკოლაში კალათბურთის გაკვეთილები გვქონდა, ერთ-ერთ ასეთ გაკვეთილზე ტიტე კალანდაძე მოვიდა და მას შემდეგ ტიტესთნ ერთად ვარ.

13 წლისა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე, ეროვნულ გუნდში კი პირველად რომ გამომიძახეს 16 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა, განუმეორებელი ემოციები იყო, ძალიან გამიხარდა. პირველად ვითამაშე უმაღლეს დონეზე და ამით ბედნიერი ვიყავი“.

უნგრეთთან მოგება

„უნგრეთი რეიტინგით მეშვიდე გუნდია. ძალიან ძლიერი ნაკრებია, მათი სტუმრად დამარცხება რთული იყო, მაგრამ შევძელით და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ. თუმცა ეს უკვე წარსულია, ახლა სხვა ამოცანა გვაქვს, ევროპაზე ახლა უფრო რთული იქნება მოხვედრა, ვიდრე მაშინ იყო, მაგრამ ჩვენი მიზნები გვაქვს და ვეცდებით, მათ შესრულებას“.

სპორტის საყვარელი სახეობა

„ხელბურთის გარდა, კალათბურთი მიყვარს, საყვარელი სპორტსმენი კი კობი ბრაიანტია“.

Leave a Reply