გიორგი ცხოვრებაძე: ტიტულების მოგება მინდა, ყველაფერს თავისი დრო აქვს…

საქართველოს ნაკრების ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ „კარპატის თასზე“ გუნდის გამოსვლა შეაჯამა. ამას გარდა საკლუბო კარიერაზეც ისაუბრა.

ნაკრებზე

„კარპატის თასზე“ თამაშის მიზანი გუნდის კიდევ უფრო მეტად შეთამაშება და მომდევნო შეხვედრებისთვის მომზადება იყო. გვინდოდა, ჩვენი შესაძლებლობები შეგვეფასებინა და ამავდროულად ახალგაზრდა ხელბურთელებსაც გუნდში თავი კარგად ეგრძნოთ.

პირველი თამაში არ იყო კარგი, თუმცა შემდეგ ორი შეხედრდა მოვიგეთ და საბოლოოდ მეორე ადგილზე გავედით. ახალგაზრდები გუნდს კარგად შეეწყვნენ. თურქეთთან მოგება  კარგი იყო, მაგრამ რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ უფრო ვიგრძენით საკუთარი ძალების.

შეგვეძლო ეს ტურნირი მოგვეგო, მაგრამ მეორე ადგილიც არ არის ცუდი შედეგი. რა თქმა უნდა, სრული შემადგენლობით რომ ვყოფილიყავით „კარპატის თასზე“ გავიმარჯვებდით, მაგრამ საერთო ჯამში მაინც დადებითად შევაფასებდი რუმინეთში თამაშს, ახალგაზრდებს მიეცათ თავის გამოჩენის შესალებლობა და მათ შანსი კარგად გამოიყენეს, რაც ძალიან სასიხარულოა.

მომდევნო მატჩში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ბოსნიას ვხვდებით. მათთან მოგებული კი გვაქვს, მაგრამ ახლა სხვა გუნდი იქნება. ბოსნიელთა თითქმის ყველა მოთამაშეს ვიცნობ, საკმაოდ ძლიერი გუნდია.

მათთან თამაშს სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ. რადგან ადრე მოგებული გვაქვს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამჯერადაც ადვილად დავამარცხებთ, არ იქნება მარტივი თამაში, მაგრამ ბოლომდე უნდა ვიბრძლოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.

კლუბზე

„გერმანიაში 13 იანვარს მივემგზავრები, „გუმერსბახი“ მზადებას 14 იანვრიდან იწყებს. იანვარში ოფიციალური თამაშები არ გვაქვს, ძირითადად მოსამზადებელი ეტაპი და ამხანაგური მატჩები გვექნება, თებერვლიდან კი ბუნდესლიგისა და ევროპის ლიგის თამაშები დაიწყება. ძალიან ხანგრძლივი და დაძაბული ტურნირია, სატურნირო ცხრილში საკმაოდ სიმჭიდროვეა. გვინდა, რომ სეზონი საუკეთესო სამეულში დავასრულოთ, არაფერი არ არის დაკარგული. ევროპის ლიგაზეც ვთამაშობთ და ამ ტურნირის მოგებაც გვინდა.

„გუმერსბახთან“ ამ სეზონის გარდა კიდევ ორწლინი კონტრაქტი მაქვს, ამ გუნდში ვარ და ყველაფერის გავაკეთებ, რომ წარმატებას მიაღწიოს.

ტიტულების მოგება მინდა – ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგის, მაგრამ ყველაფერს თავისი ეტაპები და დროს აქვს, ნელ-ნელა მივყვები. ჩემს შესახებ ვიტყვი, რომ მინდა, დაცვაში თამაში გავაუმჯობესო, ამასთან, მეტი გოლებიც გავიტანო და გუნდისთვის უფრო სასარგებლო მოთამაშე გავხდე“.

Leave a Reply