გიორგი ცხოვრებაძე „პარი სენ ჟერმენთან“ საუკეთესო იყო

თითქმის ათ კვირიანი შესვენების შემდეგ, სახელბურთო ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა. ევროპის უმთავრესი საკლუბო პირველობა მე-11 ტურის მატჩებით განახლდა. ხელბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთ მთავარ ინტერესს წარმოადგენდა B ჯგუფში გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრების“ და პსჟ-ის დაპირისპირება.

ერთის მხრივ, ერთმანეთში ურთიერთობა უნდა გაერკვიათ პარიზელებს, რომლებიც 6 ქულით მეექვსე ადგილზე იყვნენ და ზაგრებელებს, რომლებსაც ერთადერთი გამარჯვებით და 2 ქულით B ჯგუფის ბოლო ადგილი დაეკავებინათ.

ზაგრებელებმა საპლეიოფო საგზურისთვის პარიზელებს საკუთარ მოედანზე „ზაგრებ არენაზე“ უმასპინძლეს, მაგრამ პარიზელთა ღრმა დაცვას ვერაფერი მოუხერხეს და 24-35 დამარცხდნენ.

საგულისხმოა, რომ ზაგრებელთა რიგებში, სადაც სამი ისეთი მოთამაშე იყო, რომლებმაც 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს (ფილიპ გლავაში, ლუკა კლარიცა, ივანო პავლოვიჩი), საუკეთესო იყო ქართველი ლეგიონერი გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც მეტოქეს ხუთი ბურთი გაუტანა.

„თითოეულ მატჩში, როდესაც მოედანზე გავდივართ, არ ვფიქრობთ, რომ ვიღაც ჩვენზე ძლიერია. ვფიქრობ, შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა.

დავმარცხდით, მაგრამ ეს არ არის სამყაროს დასასრული. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, სწორედ ეს არის მთავარი,“ – მატჩის შემდეგ აცხადებდა „ზაგრების“ ქართველი ლეგიონერი.

„ზაგრები“ მომდევნო ტურის მატჩს 26 თებერვალს „ბარსელონასთან“ სტუმრად ჩაატარებს.

Leave a Reply