გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერ მატჩი ჩაატარა

ზაგრები, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საფლეიოფო რბოლას ნაადრევად გამოეთიშა, ბოლო – მე-14 ტურში დანიურ GOG-ს გადახალისებული შემადგენლობით ეწვია და დიდი ბრძოლაც გაუმართა. ამაში კი ლომის წილი მიუძღვის ხორვატთა ქართველ ლეგიონერს გიორგი ცხოვრებაძეს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ხორვატთა ქართველმა ლეგიონერმა 10 ბურთი გაიტანა და 3 ასისტიც მითვალა. საქართველოს ნაკრების მოთამაშე ამგვარი მაჩვენებლით ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო.

სამწუხაროდ, ცხოვრებაძის კარგი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა. ხორვატიის მოქმედი ჩემპიონი 28-33 (13-16) დამარცხდა.  

მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაზე ცხოვრებაძის მაჩვენებელიც. 14 ტურის გათვალისწინებით, ქართველმა ლეგიონერმა 46 გოლი გაიტანა და 18 ასისტი შეასრულა. რაც შეეხება, „ზაგრებს“, ხორვატიულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების გათამაშება ყველაზე ცუდი შედეგით, 2 ქულით და ბოლო ადგილით დაასრულა, ასევე ევროთასების სეზონიც.

Leave a Reply