გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა

ჩემპიონთა ლიგის ბოლოს წინა მე-13 წრეში „ზაგრებმა“ პოლონეთის მოქმედი ჩემპიონი „ორლენ ვისლა პლოცკი“ მიიღო და 17 სექტემბერს გასვლით შეხვედრაში წაგებისთვის რევანშსაც შეეცადა, მაგრამ გიორგი ცხოვრებაძის გუნდმა ამჯერადაც უქულოდ დატოვა მოედანი. აი, ქართველი ლეგიონერი კი ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

B ჯგუფის ცხრილის ბოლოადგილოსანმა „ზაგრებმა“ ამავე ცხრილის მესამეადგილოსანს „ზაგრებ არენაზე“ უმასპინძლა და 26-34 დამარცხდა. გამორჩეული მატჩი ჩაატარა ზაგრებელთა 11-მა ნომერმა გიორგი ცხოვრებაძემ. ქართველმა ლეგიონერმა 6 ბურთი გაიტანა და 2 ასისტი შეასრულა, რაც მასპინძელ გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.

“ზაგრები” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონს 11 მარტს, დანიურ GOG-თან გასვლითი მატჩით დახურავს.

ერთადერთი, სადაც “ზაგრები” წარმატებას აღწევს და უდავო ფავორიტია, ხორვატიის ჩემპიონატია, სადაც გუნდი წაუგებელს სერიას აგრძელებს.

Leave a Reply