გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეცხრე ტურში ორი ასისტი შეასრულა

უნგრულ „სეგედთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეცხრე ტურში „ზაგრებს“ და გიორგი ცხოვრებაძეს ახალი მწვრთნელი, ნენად შოშტარიჩი გაუძღვა, მაგრამ ხორვატი დამრიგებლისთვის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა.

“ზაგრები”, რომელსაც B ჯგუფში ცხრიდან ცხრა წაგება აქვს, რთულ მდგომარეობაშია. ერთადერთ გუნდად რჩება, რომლის ქულათა გრაფაში ნულია.

სტუმრად, „პიკ არენაზე“, ხორვატთა უძლიერესი კლუბი 26-32 (16-16) დამარცხდა. შოშტარიჩმა მოედანზე უხმო “ზაგრების” 11 ნომერს, გიორგი ცხოვრებაძესაც, მაგრამ ქართველი ლეგიონერის მონაგარი მხოლოდ ორ ასისტში აისახა.

“ზაგრები” ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრას 3 დეკემბერს ჩაატარებს, საკუთარ კედლებში მიიღებს მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს, ჩრდილოეთ მაკედონიის “პელისტერს”.

Leave a Reply