გიორგი დიხამინჯია ისლანდიაში აღიარეს
ისლანდიის პრემიერ ლიგიდან (Úrvalsdeild karla) სასიხარულო ამბავი მოვიდა. “აკიურეირის” ქართველი ლეგიონერი, გიორგი დიხამინჯია სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს, როგორც კუთხის საუკეთესო მარჯვენა (RW) მოთამაშე.

ისლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა დიხამინჯიას თანაგუნდელი ბიარნი ნიფეიგურ ვალდიმარსონი.
გიორგი დიხამინჯია ამჟამად საქართველოშია და ისრაელთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის პირველ მატჩში დაშავებულ მუხლს იშუშებს.
აღსანიშნავია, რომ დიხამინჯია 109 გოლით მიმდინარე სეზონში „აკიურეირის“ მეორე საუკეთესო ბომბარდირია (147 გოლით პირველზეა ბიარნი ნიფეიგურ ვალდიმარსონი). საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ნაკრების წევრმა ისლანდიის პრემიერ ლიგის ყველა ტურის მატჩში ითამაშა.
სანაკრებო თამაშებამდე ისლანდიის ჩემპიონატის ბოლო – 22-ე ტურში „თორ აკიურეირთან“ ფრედ (31-31) დასრულებულ შეხვედრაში ისლანდიელთა ქართველმა ლეგიონერმა 7 ბურთი გაიტანა.
25 მარტს „აკიურეირს“ მეოთხედფინალური მატჩი აქვს ვესტმანაეიარის სპორტულ კლუბ ÍBV-თან, რომელიც ქართველის გარეშე ჩაივლის.