გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სხვა სპორტის სახეობების პარალელურად ხელბურთიც იყო წარმოდგენილი.

რუსთაველის გამზირზე გამართული იყო მინი ხელბურთის კარებები და სხვა შესაბამისი ინვენტარი, სადაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა სპორტის ამ სახეობას და მოეგო სხვადასხვა პრიზები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები, რომლებიც აგვისტოში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

#ესდღეჩვენია#26მაისი#georgianhandball#იცხოვრეხელბურთით#იყავიაქტიური#იყავიგანსაკუთრებული

Leave a Reply