გიგა მელიავა კარიერას HC Sporta Hlohovec-ში გააგრძელებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიგა მელიავა კარიერას სლოვაკურ კლუბ HC Sporta Hlohovec-ში გააგრძელებს.

ჰლოჰოვეცი 1951 წელს დაარსდა და სლოვაკეთის ექსტრალიგაში რეგულარულად მონაწილეობს. გუნდმა წელს რამოდენიმე ლეგიონერი დაიმატა და მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას. შეგახსენებთ, რომ ჰლოჰოვეცში ასევე ითამაშებს გუგა უთმელიძე, რომელიც გუნდს ახლახანს შეუერთდა.

წარმატებებს ვუსურვებთ გიგას და მის გუნდს მიმდინარე სეზონში ❤️🤍

Photo credits: HC Sporta Hlohovec

Leave a Reply