ბსბ და სამტრედია 12 წლამდე ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან
გუშინ დასრულდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2012-13 წლებში დაბადებულ ვაჟებს და გოგონებს შორის. ტურნირში მონაწილეობას იღებდა 4-4 საუკეთესო აღმოსავლეთის და დასავლეთის გუნდი თითოეულ კატეგორიაში. ღონისძიებამ ჯანსაღ და კონკურენტულ გარემოში ჩაიარა, ხოლო თითოეული მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
ვაჟთა მესამე ადგილის მატჩში ყვარელმა 16-13 დაამარცხა ზესტაფონი. ფინალში კი ერთმანეთს ბსბ და პრომეთე დაუპირისპირდნენ. ბათუმელებმა ორივე ტაიმი (პ.ნ 9-1, საბოლოო ანგარიში 20-7) დამაჯერებლად მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ.
საბოლოო მდგომარეობა:
ბსბ (ბათუმი)
პრომეთე (წყალტუბო)
ყვარელი
გოგონების მესამე ადგილის მატჩში ტყიბული დაუპირისპირდა აკადემიას და 9-7 დაამარცხა მეტოქე. ხოლო ფინალში სამტრედიამ 9-2 მოუგო მართვეს და ოქროს მედლები მოიპოვა.
საბოლოო მდგომარეობა:
სამტრედია
მართვე (თბილისი)
ტყიბული
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია სასკოლო ხელბურთის პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, რომლის მიზანია მოზარდებში ხელბურთის პოპულარიზაცია და სასწავლო პროცესში არაფორმალური განათლების სახით მისი ინტიგრირების ხელშეწყობა.
#იცხოვრეხელბურთით#იყავიგონიერი#georgianhandball#girls2012-13 #boys2012x13#season2023x2024#girls#boys