ბრინჯაოს პრიზიორს ბოლო დღე გაარკვევს
საქართველოს გოგონათა ჩემპიონატი ხელბურთში ხვალ დასრლდება გლდანის სახელბურთო ცენტრში. გასარკვევია ბრინჯაოს პრიზიორის ვინაობა – თბილისის ქარიშხალა თუ სამტრედია? ჩემპიონი უკვე გახდა ფოთის ოქროს ვერძი, ვერცხლის პრიზიორია აჭარის გუნდი.
დღეს ფოთმა დაამარცხა ყვარელი 17-13, აჭარამ კი მოუგო მამულს 24-17. სამტრედიამ 21-18 აჯობა პეგასს, ხოლო ქარიშხალამ მოიგო ორი მატჩი – წყალტუბოსთან 24-13 და ბათუმთან 31-18. შედეგად, შარშანდელი ვერცხლის პრიზიორი ქარიშხალა 31 ქულით მესამე ადგილზეა, ოღონდ ხვალ მინიმუმ 1 ქულა უნდა აიღოს შარშანდელ ჩემპიონ და წლევანდელ ვერცხლის პრიზიორ აჭარასთან. თუ თბილისელებმა ეს ვერ მოახერხეს, მაშინ ყველაფერი სამტრედიელთა ხელში იქნება – მათ მოსაგები აქვთ ყვარელთან და ამ შემთხვევაში მეორე ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვებენ მედალს – ცოტა ხნის წინ სამტრედიის გუნდი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა უმცროს, 15-წლამდელთა ასაკში.
ხვალვე თამაშობენ: მამული- წყალტუბო და ფოთი – პეგასი. მატჩები 12 საათიდან დაიწყება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე
მესამე წრის საერთო ტური. 5-8 მაისი, გლდანი
7 მაისი
ყვარელი – ფოთი 13-17
წყალტუბო – ქარიშხალა 13-24
სამტრედია – პეგასი 21-18
მამული – აჭარა 17-24
ქარიშხალა – ბათუმი 31-18
მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი, თ. ბჟალავა, გ. გველესიანი
—————-თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ
ფოთი———23–21—1—1–430-285–43
აჭარა———-23–18—0—5–477-345–36
ქარიშხალა—23–15—1—7–561-455–31
სამტრედია—23–14—2—7–408-360–30
ყვარელი——23–11—2–10–428-388–24
პეგასი———23–11—2–10–420-383–24
ბათუმი——-24—4—1–19–292-437—9
წყალტუბო—23—3—1–19–286-465—7
მამული——-23—2—0–21–349-533—4
8 მაისი
12:00 მამული- წყალტუბო
13:00 აჭარა – ქარიშხალა
14:00 სამტრედია – ყვარელი
15:00 ფოთი – პეგასი