ბოლო ორი დღე გადაწყვეტს
ქალთა ეროვნულ ჩემპიონატს ხელბურთში, კვლავ ორი ლიდერი ჰყავს. თბილისის ქარიშხალამ დღეს 25-15 დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე, ხოლო მამულმა 29-16 მოუგო სამტრედიას. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ორი ტურია.
ხვალ და ზეგ, სპორტკომპლექს არენაში ქარიშხალა ეთამაშება ფოთსა და სამტრედიას, ხოლო მამული – წყალტუბოსა და აჭარას. თუ ამ ორი ტურის შემდეგაც ლიდერებს თანაბარი ქულა დარჩათ, მაშინ, უკეთესი პირადი ბალანსით, ჩემპიონი გახდება ქარიშხალა (24-19, 19-22).
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ფოთის ოქროს ვერძმა. ფოთელებმა 19-14 მოუგეს პეგასს და 4 ქულით გაასწრეს მეოთხე ადგილზე მყოფ წყალტუბოს. წყალტუბოელებს ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად ერთადერთი შანსი დარჩათ – ორივე დარჩენილი მატჩი უნდა მოიგონ და, ამასთან ერთად, ფოთი ორჯერ უნდა დამარცხდეს. მეორე მხრივ მხრივ, წყალტუბოს მეოთხე ადგილი აქვს დასაცავი სამტრედიის გუნდისგან. კიდევ ერთ დღევანდელ მატჩში აჭარის გუნდმა 19-7 მოუგო ყვარელს.
ხელბურთი. საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 2017-18
მეორე წრის საერთო ტური, 11-14 მატჩები. არენა 2
10 მაისი. მამული – სამტრედია 29-16
მამ: ვარდიშვილი, გორჯოლაძე – ყველაშვილი 18, შახულოვი 5, იაშვილი 5, ველიჯანაშვილი 1, ჯავახიშვილი, დანელია, ე. ბერიკაშვილი, ჩუხატურიანი, ქობალია
სამ: კოპალეიშვილი, ზაქარეიშვილი – ბურკაძე 5, ფოცხვერია 3, ტყეშელაშვილი 3, რუსია 3, მ. ჯოჯუა 1, კარტოზია 1, ცირეკიძე
აჭარა – ყვარელი 19-7
აჭ: ქარჩავა, საფარიძე – ქამაშიძე 7, დვალიშვილი 6, კომახიძე 4, ცივნარიძე 1, აიოზბა 1, მეგი მურუსიძე, მარიამ მურუსიძე, ხოხბა, კოჩალიძე, ძნელაძე, ირემაძე, გაბეჩავა
ყვ: ამონაშვილი – სურამლიშვილი 4, მიხელიძე 1, ფუღიაშვილი 1, მ. ტეტოშვილი 1, სმოიანი, საზანიშვილი, თავღორაშვილი, იოსებაშვილი
წყალტუბო – ქარიშხალა 15-25
წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი – ჩირგაძე 7, ფანცხავა 3, ჯიმშელეიშვილი 3, ლაღაძე 1, დარსაველიძე 1, ჯიშკარიანი, მამარდაშვილი, ხეცურიანი, ნიკოლეიშვილი, ბენდელიანი
ქარ: არაბაჯევი, ლობჟანიძე – ქ. ცინცაძე 10, ა. ჩხაიძე 6, მ. ცინცაძე 4, კეკუტია 2, ხმელაძე 1, ციცქიშვილი 1, რაზმაძე 1, ი. ჩხაიძე, ბიძინაშვილი, კერესელიძე
პეგასი – ფოთი 14-19
პეგ: ჯიქურაშვილი, ბარამიძე – ქებაძე 4, ე. ჩხაიძე 4, კორძაია 3, კაპანაძე 2, ქ. ჩოგოვაძე 1, ტარტარაშვილი, ბაღაშვილი, საბაშვილი, ასიტაშვილი, სვანიძე
ფოთ: ფიფია, გორგაძე – გოგია 6, ბჟალავა 5, სურგულაძე 4, გვათუა 3, რიჟამაძე 1, ბაირამიდი, თ. რურუა, გეგენავა
მსაჯები: ი. ჭკუასელი-გ.გველესიანი, თ. კევლიშვილი-ნ.კევლიშვილი
——————თ—მ—ფ—წ——-ბ——-ქ
ქარიშხალა–12–10—1—1–284-208–21
მამული——12–10—1—1–280-176–21
ფოთი——–12—7—2—3–188-181–16
წყალტუბო–12—6—0—6–159-190–12
სამტრედია–12—3—5—4–179-197–11
აჭარა———12—3—2—7–157-178—8
ყვარელი—–12—2—0–10–177-217—4
პეგასი——–12—1—1–10–158-235—3
11 მაისი
12:00 ფოთი – ქარიშხალა
13:00 მამული – წყალტუბო
14:00 სამტრედია – ყვარელი
15:00 აჭარა პეგასი
12 მაისი
12:00 სამტრედია – ქარიშხალა
13:00 ფოთი – ყვარელი
14:00 აჭარა – მამული
15:00 წყალტუბო – პეგასი