სახალისო ხელბურთის პროგრამა მე-11 ბაგა-ბაღს ეწვია

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ბაღებში სახალისო ხელბურთის პროგრამას აგრძელებს. პროექტი, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ბაღებში სპორტის ამ სახეობასთან ბავშვების ზიარებას ითვალისწინებს, ამჯერად თბილისის მე-11 საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვია.

პროექტის ერთგვარი ელჩის და მასწავლებლის როლი მოირგეს ხელბურთელებმა, მარიამ ჩავჩიძემ და შაკო სტურუამ, რომლებმაც ბაგა-ბაღს საქართველოს ხელბურთის ფედერაციისგან საჩუქრად სათამაშო ინვენტარი გადასცეს.

სტუმრებმა სხვადასხვა ჯგუფის ათეულობით ბავშვს ახალი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, მათ ასაკზე მორგებული სახალისო თამაშობები შესთავაზეს, რამაც ერთგვარ წარმოსახვით მოედანზე ჟივილ-ხივილის თანხლებით ჩაიარა.

ხელბურთის განვითარების პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო და ევროპის ფედერაციებთან ერთად.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ბაღებში სახალისო ხელბურთის პროგრამას ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით,და მის ფარგლებში კიდევ არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.

Leave a Reply