ბარსელონა დაწინაურდა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მთავარ მატჩში ბარსელონამ შინ 26-25 დაამარცხა გერმანიის კილი, პარი სენ-ჟერმენმა მოუგო პოლონეთის ვისლას, 33-30, ხოლო ჩემპიონმა, პოლონეთის კელცემ 38-28 სძლია შვედეთის კრისტიანსტადს.

ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2016-10-02-rewind-episode-02

ბარსელონა 47-ე წუთზე 19-21 აგებდა, მაგრამ კამილ სიპრჟაკმა ზედიზედ ორი გოლით წინ გაიყვანა მასპინძლები და ბოლო 10 წუთი ერთნაირი სცენარი იყო – კილი ათანაბრებდა, ბარსელონა წინ გადიოდა ერთი ბურთით. ბოლო გოლი სირენამდე ნახევარი წუთით ადრე გაიტანა ბარსას კაპიტანმა ვიქტორ ტომასმა – 26-25, ხოლო კილის ბოლო შეტევაში ნიკოლა ბილიკის დარტყმა დაბლოკა ვირან მოროსმა. ბარსელონა 4 ქულით დაწინაურდა ყველაზე ძლიერ ჯგუფში.

პარი სენ-ჟერმენმა, პირველ ტურში, კილში დამარცხების შემდეგ, შინ მძიმე მატჩი მოუგო პლოცკის ვისლას – 33-30, ხოლო ყველაზე შედეგიანი 10 გოლით იყო 21 წლის პარიზელი ნედიმ რემილი.

მესამე ტურის მატჩები ოთხშაბათიდან დაიწყება: A ჯგუფში, სადაც შარშანდელი ფინალური ოთხეულის სამი მონაწილე, ბარსელონა და გერმანიის ფლენზბურგი თამაშობენ, მთვარი თამაშია ფლენზბურგი-ბარსელონა.

ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები ჯგუფური ეტაპი, 2 ტური, 28 სექტემბერი-2 ოქტომბერი

A ჯგუფი

ვესპრემი (უნგ, 3 ქულა) – შაფჰაუზენი (შვც, 0)  32-28

ილიჩი 7, გაიჩი 5, სულიჩი 4 – მაროში 7, ლინიგერი 6

ბარსელონა (ესპ, 4) – კილი (გერ, 2) 26-25

რივერა 6, ტომასი 5, სორენდო 3 – დუვნიაკი 7

სილკებორგი (დან, 2– ფლენზბურგი (გერ, 3) 19-25

მარკუსენი 6 – მოგენსენი 5, სვანი, მაე 4

პსჟ (საფ, 2– ვისლა პლოცკი (პოლ, 033-30

რემილი 10, ჰანსენი 8, გენსჰაიმერი 6 – დუარტე, როშა 6

B ჯგუფი

რაინ ნეკარი (გერ, 3) – ცელიე (სლნ, 2) 31-30

ეკდალი 6, პეკელერი 5, ბაენა 4 – ზარაბეცი 6

კელცე (პოლ, 4) – კრისტიანსტადი (შვდ, 0) 38-28

ბელეცკი, პაჩკოვსკი 7 –  ჰენინგსონი 6, ტოლბრინგი 5

ვარდარ სკოპიე (მკდ, 4) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ, 0) 31-27

დუიშებაევი 9, ბოროზანი 7 – სტოიკოვიჩი 8, ჯამალი 5

ზაგრები (ხორ, 0) – სეგედი (უნგ, 3) 24-26

ჰორვატი 6 – შოსტარიჩი 6

A-B ჯგუფების გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

ჯგუფი

ტატრან პრეშოვი (სლკ, 2) – მეტალურგ სკოპიე (მკდ, 2) 27-22

ლა რიოხა (ესპ, 3) – მონპელიე (საფ, 2) 31-30

ელვერუმი (ნორ. 1) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 2) 28-28

ჯგუფი

დინამო ბუქურეშტი (რუმ, 3) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 1) 35-31

ნანტი (საფ, 3) – ბეშიქთაში (თურ, 2) 33-19

ბრაგა (პორ, 2) – ჰოლსტებრო (დან, 1) 32-27

C, D ჯგუფების 2-2 გამარჯვებული ეთამაშება ერთმანეთს (C1-D2, D1-C2), მერვედფინალში გასასვლელად

Leave a Reply