ბარსელონას რევანში
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მეცხრე ტურში ბარსელონამ 35-32 დაამარცხა პარი სენ ჟერმენი, რევანში აიღო სტუმრად დამარცხებისთვის (26-33) და 16 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა A და B ჯგუფებში.
კაცები. 9 ტურის მიმოხილვა. http://www.ehftv.com/int/video/2016-12-04-rewind-episode-09
A და B ჯგუფებში პირველი ეტაპი მარტში დასრულდება და იქამდე 5 ტურია სათამაშო. C და D ჯგუფებიდან პლეიოფის ოთხივე მონაწილე უკვე გამოვლინდა – ფრანგული მონპელიე და ნანტი, ესპანური ლა რიოხა და უკრაინის მოტორ ზაპოროჟიე. ნანტს მეათე ტურში ერთი ქულა ყოფნის ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და ამ შემთხვევაში ეს ოთხი გუნდი ასე დაწყვილდება: მონპელიე-ზაპოროჟიე, ნანტი – ლა რიოხა. ამ ორი წყვილის გამარჯვებული მერვედფინალში გავა.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები. ჯგუფური ეტაპი, 9 ტური, 1-4 დეკემბერი
A ჯგუფი
კილი (გერ, 9) – ვისლა პლოცკი (პოლ, 6) 24-24
დუვნიაკი 7, დამკე 4 – მიჰიჩი 6
ბარსელონა (ესპ, 16) – პსჟ (საფ, 14) 35-32
ლაზაროვი 9, ჟალუზი 6, რივერა 5 – ჰანსენი 7, აბალო, კარაბატიჩი 5
სილკებორგი (დან, 4) – ვესპრემი (უნგ, 10) 24-29
ფლენზბურგი (გერ, 9) – შაფჰაუზენი (შვც, 2) 08.03.17
B ჯგუფი
კრისტიანსტადი (შვდ, 4) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ, 9) 29-29
ზაგრები (ხორ, 4) – რაინ ნეკარი (გერ, 11) 25-21
ვორი 5 – მანაშკოვი 5
სეგედი (უნგ, 13) – ცელიე (სლნ, 5) 27-22
კელცე (პოლ, 14) – ვარდარ სკოპიე (მკდ, 12) 27-24
აგინაგალდე, რაიხმანი, შტრლეკი 4 – დუიშებაევი, კარაჩიჩი 5
A-B ჯგუფების გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
C ჯგუფი
ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 6) – მონპელიე (საფ, 14) 27-33
ლა რიოხა (ესპ, 11) – მეტალურგ სკოპიე (მკდ, 8) 31-25
ელვერუმი (ნორ, 8) – ტატრან პრეშოვი (სლკ, 7) 24-24
D ჯგუფი
დინამო ბუკურეშტი (რუმ, 8) – ბრაგა (პორ, 4) 35-29
ნანტი (საფ, 15) – ჰოლსტებრო (დან, 5) 31-26
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 13) – ბეშიქთაში (თურ, 9) 34-28
C, D ჯგუფების 2-2 გამარჯვებული ეთამაშება ერთმანეთს (C1-D2, D1-C2), მერვედფინალში გასასვლელად
10 ტური 9-12 თებერვალს