ბათუმი პირველია, ქუთაისი – მეორე

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 47-22 დაამარცხა სამტრედია და 18 ქულით ლიდერობს. ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება ქუთაისი, რომელმაც 38-29 მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს“. 

მესამე-მეოთხე ადგილებზე, 14-14 ქულით არიან სტუ-იმედი და პეგასი. ამით, ფინალურ ოთხეულში გასვლის პრეტენდენტთა წრე გამოიკვეთა, რადგანაც მეხუთე ადგილზე მყოფ სამტრედიას 8 ქულა აქვს, თუმცა, ძირითადი ეტაპის დასრულებამდე ჯერ 11 ტურია.

მეორე წრე გაგრძელდება თბილისში, 17-18 თებერვალს და დასრულდება 11 მარტს. სულ რეგულარულ პირველობაზე გუნდები 21 ტურს ითამაშებენ, ამის შემდეგ კი 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 5 თებერვალი, ზესტაფონის სპორტის სასახლე

BSB ბათუმი – სამტრედია 47-22

ბათ: ვარშალომიძე –  მიქავა 8, ტიელიძე 8, აბრამიშვილი 8, გიორგაძე 7, ლაპიაშვილი 5, გოგოლაძე 3, სიმონია 2, ცხადაია 2, მჟავანაძე 2, თურმანიძე 1, კახიძე 1

სამ: ფახურიძე, დუნდუა – ხელისუფალი 6, ძნელაძე 5, აფრიდონიძე 4, ადამია 2, ნადირაძე 2, ჟვანია 1, ხომერიკი 1, ქავზინაძე 1, ხონელიძე, თევზაძე, კიკაბიძე

წყალტუბო – ქუთაისი 29-38

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე – ჯიმშელეიშვილი 9, მ. გველესიანი 8, ქაშიბაძე 5, ფანცხავა 4, ნ. ბაბუნაშვილი 2, მუკბანიანი 1,  მეტონიძე, გოდოლაძე, კოვზირიძე, კაპანაძე

ქუთ: გულეიშვილი, რუხაძე – სურმავა 13, ჯუღელი 6, ზარნაძე 4, კობახიძე 4, აბულაძე 4, ლომიძე 3, იმნაძე 2, ფერაძე 1, რუსტამოვი 1

მსაჯები: ი. ჭუასელი – ნ. კევლიშვილი

გაგრძელდება 17 თებერვალს

 5 თებ.
                სხვ          
  BSB ბათუმი 10
9
0 1 393-268 18
   
  ქუთაისი 10 
8
0 2 418-316 16
   
  იმედი სტუ 10 7 0 3 318-264 14    
  პეგასი 10     7     0     3     329-303     14      
  სამტრედია 10 4 0 6 298-360 8    
  გორი 10 3 0 7 321-395 6    
  სპორტუნი 10     2     0     8     308-374     4      
  წყალტუბო 10 0 0 10 241-346 0    

Leave a Reply